-
2015-11-10 15:28
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს. მაგალითისთვის მან ეკა გიგაური დაასახელა.
"არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობოთ წარმოგვიდგა და როგორც იქნა, ახლა პოლიტიკაში თავის რეალურ სახეს გვაჩვენებს, "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა. საუბედუროდ, ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კარგი იქნება, დანარჩენი ნაწილიც, სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებს თავის თავს და რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" სტრუქტურის ნაწილი არიან, თუ თავადაც დაარქმევენ თავის თავს სახელს, როგორც გიგაურმა როგორც იქნა გადაწყვიტა", - მოჰყავს "ინტერპრესნიუსს" ბიძინა ივანიშვილის ციტატა.