
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ეხება რა "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს, აცხადებს, რომ ის ამ საკითხებში არ ჩარეულა.
"ეს რომ ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული, მე მაგის ჭკუა მეყოფოდა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი "რუსთავი 2"-ს და მერე ეს დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შეგვეყვანა.
მე ამის ჭკუა მეყოფოდა. რა მოყვებოდა ამას, ძალიან იოლი დასანახი იყო - "ნაციონალური მოძრაობის" ხელმწერა ხომ კარგად ვიცით, მაგრამ ამავდროულად რა ვუყოთ დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს? მათ აქვთ თავიანთი უფლებები, იდაონ იმაზე, რაც წაართვეს.
პოლიტიკურად არავინ არის მთავრობაში ასეთი ბრიყვი. მით უმეტეს ჩემზე აკეთებენ ყველაზე მეტ მინიშნებას. ნამდვილად მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო "ნაციონალებისათვის". კოზირში ვგულისხმობ განსაკუთრებით ზეპირი მოსმენის გარეშე მმართველის დანიშვნას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"პირველი რადიო"