-
2015-11-05 15:11
პოლიტოლოგი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პირადოი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ამ რაოდენობით გავრცელება უკვე პაროდიული ხასიათისა ხდება. ამის შესახებ მან "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"პირველი ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა მედიასაშუალებებში, შოკისმომგვრელი იყო. ასეთი შოკი ამ ქვეყანაში არაერთ ადამიანს განუცდია. ორი კოდური სიტყვა ისმის ამ ჩანაწერებში: „სისხლი“ და „გასროლა“ , ცხადია ეს სიტყვები შოკს იწვევს ადამიანებში, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტი ჩანაწერი ვრცელდება, ეს ყველაფერი პაროდიულ სახეს იღებს.
მეშინია, ამ ყველაფერმა უკურეაქცია არ გამოიწვიოს. საბოლოო ჯამში, თუ ასე გააგრძელეს, უკუშედეგს მიიღებენ. მთლიანად, პროცესის პროფანაცია მოხდება. სამწუხაროდ, ეს დაწყებულია. პირველმა შოკურმა ტალღამ უკვე გადაიარა საზოგადოებაში. იმდენად გადაამლაშეს, რომ ძალიან ახლოს არის ის წერტილი, როდესაც საზოგადოება არასერიოზულად ჩათვლის ხელისუფლებას", - ამბობს ხუხაშვილი.