-
2015-11-05 00:44
ბიძინა ივანიშვილი, იხსენებდა რა თავის ბავშვობის წლებს, 2011 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ უბედური არ იყო, თუმცა, ბევრი რამ არ ჰქონდა. მისივე თქმით, „ჭარბი ფული“ წარმატების სიმბოლო არ არის.
"არ მიმაჩნია, რომ ჭარბი ფული არის წარმატების სიმბოლო. ბევრი მდიდარი ვიცი, ვინც გაუბედურებულია და არ იცის, რისთვის ცხოვრობს, მთელი სიცოცხლე სდევდა ფულს, იშოვა კიდეც, მაგრამ იმავე რისკებზე „ზის“, რაც ადრე ჰქონდა და მე ვერ ვხედავ მათ წარმატებას და ბედნიერებას.
მე დამლაგებლადაც ვმუშაობდი, საპირფარეშოც დამილაგებია, ფეხშიშველი დავრბოდი ბავშვობაში, მაგრამ უბედური ვიყავი-მეთქი, ნაღდად არ ვიტყვი. ჩემს შვილებსაც ასე ვუხსნი ხშირად. მათ არაფერი აკლიათ, მაგრამ ჩემზე ბედნიერი ბავშვობა აქვთ-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე მათ ასაკში არაფერი მქონდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი." – ამბობდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი.