საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების შესახებ გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წერს, რომ ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ივანიშვილის ბლიცკრიგი არ შედგება.
"ივანიშვილის ბლიცკრიგი ვეღარ შედგება, ბრძოლა გრძელდება...
• საკონსტიტუციო სასამართლომ რ2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ნორმის ამოქმედება (დაუყონებლივი აღსრულება) შეჩერებულია გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ის რაც იგეგმებოდა, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება და შემდეგ დაუყოვნებლივ შესვლა ტელეკომპანიაში, ვეღარ განხორციელდება.
იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ზოგიერთი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზებას და დროის მოგებას ბოლო კვირეების განმავლობაში..." - წერს მიხეილ სააკაშვილი.