ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლებისთვის, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. საუბარია მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიასთან საუბარზე.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხალხმა ორ შემთხვევაში შეიძლება შეიკავოს თავი გამოსვლისგან და რუსთავი 2-ს დაცვისგან. ერთი არის ის, მოსაზრება, რომ ტელეკომპანია აფილირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მეორე კი შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირება და შესაძლო სროლა.
ჯაფარიძემ კომენტარი ჩანაწერში გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა:
„ნაცვლად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან მოგვესმინა მოწოდებები სიმტკიცისკენ, სიმშვიდისკენ, რაც იქნებოდა ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსის პოზიცია, ამის ნაცვლად, ვიხილეთ სრული მზაობა კონფრონტაციაში შესვლის, და არამხოლოდ სრული მზაობა, არამედ საკმაოდ უდიერი დამოკიდებულება ადამიანების სიცოცხლისადმი, იმ ადამიანების, რომლებიც იქ დგანან და იქ ვდგავარ მე, ჩემი მეგობრები, ჩემი ძმა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ჯაფარიძემ „კურიერის“ ეთერში საუბრისას.