-
2015-10-29 22:36
"თუ ჩემს თანამშრომლებს, ან მათი ოჯახის წევრებს თავიდან ერთი ღერი თმა ჩამოუვარდება, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს. ჩანაწერების გამოქვეყნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტოტალურად გვისმენენ და გვითვალთვალებენ", -
ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია "რუსტავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ გააკეთა. აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია საუბრობენ. გვარამიამ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.