
ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მის გალერეაში სტალინის ფოტო არ არის. ივანიშვილის თქმით, სტალინი მისთვის პოზიტივი არ არის.
"ჩემთვის არ არის სტალინი პოზიტივი, მისი სურათი არ მაქვს... მიმაჩნია, რომ იმას, რომ მისი მმართველობის დროს იმდენი ადამიანი დაიღუპა და რა უბედურებებიც ხდებოდა, როგორც ექცეოდა ის საზოგადოებას, ვერანაირი მისი პოზიტივი ვერ გადაფარავს და გოგი თოფაძეს თუ მოსწონს და უნდა, მისი სურათი ჰქონდეს, ეს აკრძალული არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.