-
2015-10-27 12:43
საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ჩიორა თაქთაქიშვილი იხსენებს იმ პირებს, ვინც დღეს ციხეებში იმყოფებიან მხოლოდ იმის გამო, რომ რუსულ აგრესიასთან აქტიური ბრძოლით გამოირჩეოდნენ და აცხადებს, რომ როგორც კობა თოდუა და რომან შამათავა, ასევე სხვა პატრიოტები ხელისუფლების მხრიდან ისჯებიან.
"ახლა ვუყურე ამ რუსულ ფილმს, სადაც აღწერენ კობა თოდუას და სხვების "დანაშაულებს" აფხაზეთის უშიშროების წინააღმდეგ.
კობა თოდუა დღეს ციხეშია.
მახსენდება ისიც, რომ რომან შამათავაც ციხეშია ბაღაფშის ბრიფინგის საფუძველზე, სადაც მან ქართული მხარეე დაადანაშაულა ტერაქტის მოწყობაში.
ციხეში არიან ასევე მე-4 ბატალიონის ხელმძრვანელი ზურაბ შამათავა და ალექსანდრე გორგაძე, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ წინა ხაზში.
ხოლო შალვა თათუხაშვილი, გამორჩეული მებრძოლი და ოფიცერი წამებით მოკლეს.
აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხელისუფლება რუსული სპეცსამსახურების სამიზნეებს სჯის...", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
ბმული ვიდეოზე: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტვ "ზვეზდას" მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი "სპეცსამსახურთა შერკინება: აფხაზეთი".