ნიკა რურუა: სახეზეა კლასიკური “State Capture”, ანუ “სახელმწიფოს დაპატრონება-დაპატიმრება"

Image

კულტურის ყოფილი მინისტრი, საზოგადოება "ივერიისა" და ინტერნეტგაზეთ "ივერია. ბიზ"-ის დამფუძნებელი ნიკა რურუა წერს, რომ "იმედთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა, სხვა რამეებთან ერთად, ისიც აღიარა, რომ "ცალსახად რჩება სრულ მეპატრონედ ამ კოალიციისა და დღევანდელი მთავრობისა".

 

ნიკა რურუა წერს:

 

გუშინდელი “იმედისათვის” მიცემულ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა: კერძოდ ის, რომ ის განსაზღვრავს მომავალ არჩევნებზე ვინ იქნება “ოცნების” საარჩევნო გუნდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ცალსახად რჩება სრულ მეპატრონედ ამ კოალიციისა და დღევანდელი მთავრობისა.

 

მეორე - მან განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ქიბარ ხალვაშს უჭერს მხარს, რადგანაც მისი ვერსია “სამართლიანობისა” ღიად ხაზს უსვამდა ხალვაშისადმი სიმპატიას და ეს გამორიცხავს ამ სასამართლო პროცესის ობიექტურობას. მესამეც - ივანიშვილი ჯერ ისევ თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, ფიქციაა და რომ ის პირადად მას უნდა ემორჩილებოდეს.

 

უამრავი დამცინავი კომენტარი წავიკითხე ამ ინტერვიუზე და მის სტუმარზე, მაგრამ დაცინვა არ ანეიტრალებს იმ ფაქტს, რომ სახეზეა კლასიკური “State Capture”, რასაც პოლიტოლოგიაში “სახელმწიფოს დაპატრონება-დაპატიმრებას” ნიშნავს, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები უკვე ვეღარ ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს, და ისინი არა ხალხის, არა ერის ინსტერესებზე, არამედ ცალკეული ადამიანის ინტერესებზე მუშაობენ, რაც თავის მხრივ, გულისხმობს უამრავ დამღუპველ გადაწყვეტილებას საერთო, საზოგადოებრივი, ეროვნული ინტერესისათვის.

 

ამ ანომალიურ მდგომარეობას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს, როგორც სუვერენული ერთეულის არსებობის იდეას და საფრთხე შეუქმნას ზოგად-ეროვნულ, ფუნდამენტურ ინტერესებს, რადგან აქ გადაწყვეტილებათა მიღება ხდება სწრაფად, იმპულსურად და რაც მთავარია, ერთი ადამიანისა და ჯგუფის პირად ინტერესთა სასარგებლოდ.

 

ძალაუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულებით არაა შებოჭილი, და უპასუხისმგებლოდ გამოიყენება ტრაგედიებამდე მიმყვანი ფენომენია. ამიტომ, თუ ივანიშვილს სურს რომ ზემოთნაქთვამი გააბათილოს, მან პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს რაიმე კონკრეტული თანამდებობის დაკავებით, რომ მისი მმართველობა ანგარიშვალდებულებით შეიბოჭოს.

 

სხვაგვარად, ის დარჩება არაფორმალურ მმართველად, ვინც გადაწყვეტილებას კი იღებს, მაგრამ მათზე პასუხისმგებელი სულ სხვები იქნებიან, რომელთა შეცვლაც დემოკრატიული არჩევნებით ვერაფერს შეცვლის, რადგანაც ნამდვილი ავტორი ამ გადაწყვეტილებებისა შეუცვლელი დარჩება.

 

ამ მდგომარეობაში დემოკრატია ვერ მუშაობს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც თვითონაც გრძნობს საკუთარი მმართველობის მოდელის ანომალიურობას, სახელმწიფო გადატრიალებების მოსალოდნელობაზე ჰალუცინაციები დაეწყო".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !