გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ტვ "იმედზე" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება. შეგახსენებთ, "ქრონიკა+"-სა და ელისო კილაძეს ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის საინფორმაციო ქსელის ნაწილი" უწოდა.
"ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა ინტერვიუმ საბოლოოდ დაადასტურა,რომ ყველა შანტაჟის, ყველა კორუფციული სქემის, ყველა უკანონო გარიგების უკან პირადად ის დგას.!!
ხვედელიძე ხომ არარსებული დანაშაულისთვის დაიჭირა,პრემიერ ღარიბაშვილს ხალხი გამოუტანს განაჩენს. თავად კი ამ ქვეყნიდან ისე გაიქცევა, კორიდორიც აღარ ექნება. ჭორიკანა მატყუარა - ისეთ რამეს მაბრალებს ,რაც საერთოდ არ დამიწერია!
ახლა აღარ მოწონს"ქრონიკა+" ? კახელების კლანს რომ დედა აუფეთქა ჩემი მასალების გამო, დაავიწყდა?! ხარაშოოო... ახლა ივანიშვილის კლანზე დავიწყებ. რა პრობლემაა ?! მასალები მაქვს საძებარი თუ რა?!".