
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის აზრით, საზოგადოებისთვის არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, საით წავა და ვის ხელში აღმოჩნდება "რუსთავი-2".
"რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, სად წავა "რუსთავი-2", მათ აქვთ ფული, რომელიც დაიტაცეს, აძარცვეს ხალხი, მოლარე ჰყავთ, სიხშირეები შეუზღუდავია, შეუძლიათ ორი ტელევიზიაც გახსნან...", - განაცხადა "იმედის" ეთერში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.
"მათ რაღაც კარგად ვერა აქვთ საქმე, რატომ შფოთავენ ასე წინასწარ? სად მიდიან მერე, მოსამართლემ რომ მათი სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანონ? მათ გარედან დახმარების იმედი აქვთ, თავიანთი მეგობრების. ამ ხალხს რამდენსაც აგროვებენ, აგროვებენ და დანარჩენი, უნდათ, გარედან ჩარიონ მეგობრები. ჩვენი მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი შფოთვა, კვირიკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა. უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არის კერძო დავა სასამართლოში, დანარჩენი გაირკვევა მერე... ეჭვები აქვთ? უნდა გავუფანტოთ ეს ეჭვები..."