თენგიზ გუნავა: "დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!.."

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სამეგრელოს რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და შსს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების პიობებში რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა, ბრალი ვერ დაუმტკიცეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მკაცრად დაისჯებოდნენ სამეგრელოს სამალავების მომწყობი და იქ ადამიანთა წამებაში მონაწილე პირები, მას რომ რაიმე სცოდნოდა ამის შესახებ მანამ, სანამ კადრები გავრცელდებოდა. ამასთან, გუნავა აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

 

"მინდა მივმართო საზოგადოებას: მე დღეს იმ ამაზრზენი ვიდეოების თემაზე კომენტარიც გავაკეთე - ჟურნალისტებმა მკითხეს, ვგრძნობდი თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც მოხდა.

 

ვინც მიცნობს, იცის - პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ და ჩემი პასუხიც ცალსახა იყო, რომ დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!

 

რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა შეცდომები, ამისგან არავინაა დაზღვეული და ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის რომ არ ველოდით ამას და გაგვეპარა ეს ფაქტი! რომ გვცოდნოდა, რომ გამეგო, სამეგრელოში მსგავსი ძალადობის მონაწილე პირები დაისჯებოდნენ კანონის სრული სიმკაცრით და არა ისე, როგორც დღეს ე.წ. ციხის კადრების მთავარი რეჟისორი, მთავარი მწამებელი ბედუკაძე და მისნაირები, რომლებიც გარეთ დატოვა ხელისუფლებამ, "გმირს" დაცვა დაუნიშნა, ზოგსაც საპროცესო გაუფორმა...

 

ხოლო ის, რასაც დღეს ხელისუფლება ამ კადრების ჩვენებით, ასევე რეგიონებში და თბილისში ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევით, ღამით, მალულად საღებავების მისხმით აკეთებს, რათა გაგვანადგუროს ჩვენ - ხალხის ნებით განსაზღვრული პირველი ოპოზიციური პარტია, არის უმსგავსობა და მარაზმი, ეს ემსახურება ქვეყნის მიყვანას სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც უნდა შეწყდეს ან შევაწყვეტინოთ!!!"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !