ჯანგირაშვილი: ფეხებზე მკიდია, ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს

Image

ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი "რუსთავი-2"-ის დასაცავად მისი მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე წერს და აღნიშნავს, რომ არასდროს უთქვამს არაფერი იმის გათვალისწინებით, ვინ რას იტყოდა მასზე.

 

"როცა წლების წინ ვიცავდი ტელეკომპანია იბერიას, ბევრი სნობური ქირქილით მეუბნებოდა – ომეგას სიგარეტების “ბუტკას“ რატომ იცავო. მაშინ ვამბობდი, რომ დავიცავ ნებისმიერ ტელევიზიას, სადაც სპეცრაზმი შევა და თუ ხელისუფლებას ახლა შერჩა ეს საქციელი, მერე უარეს იზამსმეთქი. მალე იბერია გაქრა ტელესივრციდან.

 

როცა ვიცავდი შალვა რამიშვილს მისი დაჭერის შემდეგ, ბევრი მეუბნებოდა, მაგ გამომძალველს რატომ იცავო. ეგ ცუდი ტიპიაო. ვპასუხობდი – შალვა რამიშვილი შეიძლება არ არის კეთილსინდისიერი ჟურნალისტი, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ხაფანგი დაეგო და გაენეიტრალებინა, და ასეთი ხელისუფლება კარგს არაფერს დაგვმართებსმეთქი. მალე ტელეკომპანია 202 დაიხურა.

 

როცა იმედის მიმართ მასირებული შეტევა დაიწყო, “კეთილისმსურველები“ მირჩევდნენ, მილიარდერ პატარკაციშვილს შენი დასაცავი რა სჭირს, შენს თავს მიხედე, ეგენი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენო. მაშინ ვამბობდი, რომ ხელისუფლება, რომელიც ტელევიზიას და ოპოზიციას ფიზიკურად უსწორდება, კარგს არავის არაფერს დაგვმართებდა.

 

მალე იმედს რაც დაემართა, ყველამ ვიცით. ყველამ ვნახეთ, რაც დაემართა მთლიანად მედიასივრცეს და ქვეყანას.

 

როცა ვიცავდი “ჯაშუშ ფოტოგრაფებს“, ბევრი მეჩურჩულებოდა, ვერ არიან ეგენი მთლად სუფთა, რატომ იცავ თავგადაკლულიო. მაშინდელი ნაციონალების მხარდამჭერები დაგვცინოდნენ. ვიცავდი, იმიტომ რომ მჯეროდა, ხელისუფლება, რომელიც ძალადობით მოერევა ვინმეს, საშიშია ყველასთვის. სულ რაღაცეებს მეჩიჩინებოდნენ, მეჩურჩულებოდნენ და მაძახებდნენ, როცა პირაკრულები ვიდექით მაესტროსთვის, ხან ქუჩა–ქუჩა ფლაერებს ვარიგებდით, ხან სატელიტური თეფშების გამოხსნისთვის, პრესის ჯიხურებისთვის, პალიტრა მედიისთვის ვიბრძოდით. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

 

არასოდეს მაინტერესებდა სნობების ქირქილი, პირადი კეთილდღეობით მოტივირებული ან სხვადასხვა მიზეზებით გონებადაბნელებული ხალხის აზრი.

 

მე ვთვლიდი, რომ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი პრინციპებისთვის ვიბრძოდი. მაშინაც, როცა ჯიბეში ასი ლარი მედო, მომავალი სრულიად ბუნდოვანი იყო და მილიონებზე უარს ვამბობდი ჩემი პრინციპების გამო.

 

ჰოდა, დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს. რასაც სწორად ვთვლი იმას გავაკეთებ და იმას ვიტყვი..."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !