ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით ,,ნაციონალური მოძრაობა“ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ხელოვნურ დახურვას და ამით საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ არეშიძემ ,,პრაიმ ტაიმის“ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,როგორც გავიგე, „ნაცმოძრაობა“ აპირებს დახუროს ტელევიზია და ამით პოლიტიკური მიზნები განახორციელოს. ეს პარტია გამოიყენებს ხელოვნური დახურვის შედეგს. გვარამიას პირველი განცხადებაც სწორედ ასეთი ფორმის იყო, რომ ხელისუფლებამ რუსთავი 2 დახურაო და ეს თავის დროზე ხალხმა დაიჯერა და ასე ეგონა.
რუსთავი2 ამ შემთხვევაში ჩვენ გვევლინება როგორც კრიტიკული ტელევიზია და ასევე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების დამცველი.
იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს რუსთავი2, თავისი დივიდენდი მოაქვს, მაგრამ საზოგადოების განსაზღვრული წრისთვის. ტელეკომპანიის ხელოვნური დახურვა რუსთავი2-ის ხელმძღვანელთა აზრით, ამ წრეს გაზრდის“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.