„მე პუტინის ქვეყანაში ვშოულობ ფულს, თქვენ რომ არსებობთ! რას მიშვრებით!..“ - როგორ დახურა ივანიშვილმა "მეცხრე არხი" პირველად

Image

პირველ პრესკონფერენციაზე, 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა ჟურნალისტის მიერ „მე-9 არხთან“ დაკავშირებული კითხვების დასმამ.

 

მისი პირველი რეაქცია ამ კითხვაზე სკანდალურადაც კი ჟღერდა: როცა ჰკითხეს, გაათავისუფლა თუ არა ირაკლი ტრიპოლსკი თანამდებობიდან იმის გამო, რომ „მე-9 არხის“ ეთერში პუტინის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი გავიდა, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „არ მახსოვს“. თუმცა, შემდეგ პასუხი განავრცო და თქვა, რომ ეს საკითხი საზოგადოებას არ აინტერესებს.

 

1999 წელს დაარსებული „მე-9 არხი“ 2004 წლის 1 აპრილს დაიხურა. იმდენად მოულოდნელად, რომ თანამშრომლებს თავდაპირველად საპირველაპრილო ხუმრობაც ეგონათ. არხი, სადაც 300 ადამიანზე მეტი მუშაობდა და სადაც საკმაოდ ნიჭიერი კოლექტივი იყო შეკრებილი, იმ დროისთვის საკმაოდ მაღალრეიტინგული იყო.

 

ვლადიმირ პუტინის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში იმაზე იყო საუბარი, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი ტერაქტების კვალი არა ჩეჩნებისკენ, არამედ რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისკენ და კერძოდ, პუტინისკენ მიემართებოდა.

 

როგორც „დრონი.ჯი“-ს იმდროინდელი მოვლენების ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლისთანავე ბიძინა ივანიშვილმა სათითაოდ დაურეკა ირაკლი ტრიპოლსკის, ნუგზარ ყიფიანსა და ლაშა შონიას და ბავშვობის მეგობრებს შეურაცხმყოფელი გარჩევა მოუწყო, თუმცა, ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილება უცებ არ მიუღია. საქმე ის გახლავთ, რომ ფილმი მეორე დღეს გასამეორებელ გადაცემათა სიაში იყო შეტანილი და მეორე დღესაც გავიდა ეთერში. ეს ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის მოთმინების ფიალა აავსო:

 

„მე პუტინის ქვეყანაში ვშოულობ მაგ ფულს, თქვენ რომ არსებობთ! რას მიშვრებით!..“ - ასე ყვიროდა ტელეფონში და საუბარი ასე დაასრულა: „მორჩა! შეგიძლიათ, ხვალიდანვე ტელევიზიის ჭიშკარს დიდი ბოქლომი დაადოთ“ - ამ სიტყვების შემდეგ კი ტელეფონი გათიშა", - ჰყვება იმდროინდელი მოვლენების თვითმხილველი, ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომელი.

 

იმის გამო, რომ მთავარ დამნაშავეებად ივანიშვილმა ნუგზარ ყიფიანი და ლაშა შონია მიიჩნია და არა ირაკლი ტრიპოლსკი, მათთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა და იმ დღის შემდეგ არც მოუკითხავს. და ეს მაშინ, როცა თსუ-ში ჩაბარების შემდეგ ივანიშვილი და ყიფიანი, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, ახლო მეგობრები გახდნენ და ნაქირავებ ბინაშიც ერთად ცხოვრობდნენ.

 

"დრონი.ჯი"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !