კახა თარგამაძე: "როგორ შეიძლებოდა, ჩემ დროს ციხეში წამება მომხდარიყო!"

Image

საქართველოს ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ "გლობალნიუსთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი მინისტრობის დროს ციხეში პატიმრების წამება გამორიცხული იყო, ასევე, ხაზს უსვამდა, რომ თამაზ თამაზაშვილი სამხარეო პოლიციის უფროსად მან დანიშნა, ბიძინა ივანიშვილთან რამდენჯერმე ჰქონდა სეხვედრა და შს მინისტრობის დროს არჩილ კბილაშვილი შსს-ს ადვოკატი იყო.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

 

-ბიძინა ივანიშვილს ჩემი რჩევები არ სჭირდება, ამ კაცმა ყველაფერი ისე გააკეთა და აკეთებს, რომ მე მგონი, ჩემი რჩევები ზედმეტია. როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა, მე ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ გაზეთს, სადაც მივმართე ქართველ ერს გამოეყენებინა ეს შანსი, რადგან ეს მისთვის გადარჩენის ბოლო შანსი იყო.

 

მე ახლოს ვიცნობ ქართველ ხალხს და მიკვირდა მონობას როგორ იტანდა. ერთხელ ხუმრობით ისიც კი ვთქვი, ქართველი აღარ ვარ, ყირგიზი ვარ-მეთქი , იმიტომ რომ ყირგიზებმა არ აიტანეს მონობა. ქართველმა ერმა, ბოლო მომენტში მაინც მოახერხა მობილიზება. ახლა კიდევ უფრო მეტი მობილიზებაა საჭირო, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ესენი უნდა მოაცილონ იქიდან.

 

ჩემი გამოცდილება თუ ვინმეს რამეში დასჭირდება, უარს არავის არ ვეტყვი, მაგრამ არ ვამბობ იმას რომ საქართველოში დაბრუნდებას ვაპირებ. სტუმრად გესტუმრებით, მერე როცა სააკაშვილი პრეზიდენტი არ იქნება მინდა საქართველოს მოქალაქეობა დავიბრუნო. კონსტიტუციაში წერია, რომ დაბადების ადგილის მიხედვით მაქვს ამის უფლება. მე სააკაშვილს არც მივმართავ ამ თხოვნით. როგორ ვიკადრებ მე მასთან რაიმე თემაზე საუბარს? რა თქმა უნდა, ჩამოვალ საქართველოში.

 

 

[სააკაშვილის დროს] შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შექმნეს "გესტაპო" პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ბანდა, რომლებიც ადამიანებს იჭერდნენ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ამის შემდეგ იწყებოდა გამოძიება, ეს იყო საშინელება, არავითარი მტკიცებულება ადამიანებზე არ გააჩნდათ და იმისთვის რომ მოეპოვებინათ, ეს პროცესი გადადიოდა ციხეებში და წამებით აღწევდნენ აღიარებებს . აი ასეთი წესრიგი დაამყარა სააკაშვილმა საქართველოში.

 

სააკაშვილი, შეიძლება საერთაშორისო სასამართლომაც გაასამართლოს, მაგრამ პირველ რიგში, მან პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე. იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის გენოფონდი გაანადგურა. მან საქართველოს მამაკაცების 25 პროცენტი ციხეებში ამოალპო. რაც განხორციელდა, ეს ფაშიზმია და ამას ქართული ფაშიზმი უნდა დაარქვათ. ყველა უნდა დაისაჯოს ვისაც მეტ-ნაკლებად ამ საზიზღრობაში და სისასტიკეში მონაწილება აქვს მიღებული.

 

 

-ჩემს დროს როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ყველა პატიმარი, რომელიც გადაგვყავდა ციხეში, სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. ჩვენს დროს იყო დაპირისპირება, ასე ვთქვათ გარკვეული ინეტესთა კონფლიქტი სახელმწიფო უწყებებს შორის, რომელიც უნდა არსებობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურები უნდა იცავდნენ იმ ინტერესს, რაც მათ ევალებათ სახელმწიფოს მხრიდან.

 

თამაზ თამაზაშვილი ჩემი თანამშრომელი იყო ჯერ ორგანიზებულ დანაშაულში , შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსად ჩემი დანიშნული. მთელი ამ წლების განმავლობაში მანამ მე შს მინისტრი ვიყავი, ჩემი თანამშრომელი იყო. ვიცი, რომ გათავისუფლდა საპატიმროდან და ძალიან გამიხარდა.

 

 

ჩემი მინისტრობის დროს, არჩილ კბილაშვილი სამინისტროს ადვოკატი იყო რაღაც საკითხებში. მაშინ მქონდა ურთიერთობები და დავრწმუნდი მის პროფესიონალიზმში. არჩილი საკმაოდ ძლიერი იურისტია. პირადად ჩემი ადვოკატი როგორ იქნებოდა, ჩემზე სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩილიც შეძლებს ყველაფრის გაკეთებას და ღმერთმა ქნას, ყველაფერი მოწესრიგდეს საქართველოში. ბიძინა ივანიშვილს ადრე ვიცნობდი და მქონდა რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ურთიერთობა შემდეგ აღარ მქონია.

 

გლობალნიუსი, 2012, ოქტომბერი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !