-
2015-10-10 13:30
ვალერი ხაბურძანია, ეხმიანება რა ოთარ დანელიას ინტერვიუ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, თბილისი რუსებმა ააშენეს. მისი თქმით, რუსების აშენებული თბილისი კი სომხებმა იყიდეს.
„ვერ ვიტან ამ გადისიდენტებულ ადამიანებს, გენიოსობას რომ დააბრალებენ და რომ დაიჯერებენ. რაც შეეხება თბილისს, იგი რუსებმა ააშენეს და სომხებმა იყიდეს, საბჭოთა პერიოდში კი დასავლეთ საქართველომ გამოკვება, მათ შორის ადამიანური და მართლაც გენიოსური რესურსებით“, – წერს ვალერი ხაბურძანია.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა novostink.ru-მ ცნობილ ქართველ კინორეჟისორთან ოთარ იოსელიანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ხელოვანი აცხადებს, რომ „თბილისი ყოველთვის იყო სომხური ქალაქი – ის სომხებმა ააშენეს“.
„თბილისშიც იგივე გრძნობები მებადება. ის ყოველთვის იყო სომხური ქალაქი – ის ხომ სომხებმა ააშენეს. სომხების გარემოცვაში გავიზარდე. თბილისელი სომხები – მშენებლები, ხელოსნები, ხელოვანები და ქველმოქმედები არიან. მათ საოცარი ქალაქი ააშენეს, არაჩვეულებრივი! მერე კი მოვიდნენ მდაბიოები, სოფელი და სამწუხაროდ, სომხები წავიდნენ. ინტელიგენცია აღარ არსებობდა, წავიდა წინა თაობა, მხოლოდ ჩვენ დავრჩით, რამდენიმე ადამიანი…
დავდივართ ქუჩებში და ვერავინ გვცნობს და არც არავის ვესალმებით. ქალაქი დაცარიელდა, სულიერად გაღარიბდა… როცა სადმე მიემგზავრები, გახსოვდეს რომ წლების შემდეგ სახლში კი არა, უცხოეთში დაბრუნდები. ასე დაგვემართა ჩვენც“, – აცხადებს ინტერვიუში ოთარ იოსელიანი.