
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას რეპლიკის გამო უმცირესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ "ოცნების" დეპუტატი რეპრესიებს აანონსებს. ქანტარიამ სერგო რატიანს "კანონის ზღვარზე სიარული" ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "მატროსოვზე" ძველი მეგობრების მონახულება უწინასწარმეტყველა.
"თუ თქვენ შემდგომში გააგრძელებთ თქვენ მხარდამჭერებზე ასე საზიანოდ მოქმედებას, ეს არავითარ შემთხევევაში არ დამთავრდება არც თქვენთვის კარგად. მოგიწოდებთ იარეთ კანონის ზღვარზე. როგორც კი გადაუხვევთ კანონს, დარწმუნებული იყავით, რომ ბევრი თქვენთაგანი და თქვნი მომხრეები მოინახულებენ თავის ძველ მეგობრებს მატროსოვზე " - განაცხადა ქანთარიამ.