-
2015-10-03 01:55
უცხოეთში მყოფი პროფესორი დოდონა კიზირია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებულ პროცესებს "ფეისბუქის" მეშვეობით ეხმიანება:
„თუ საქართველო დაუშვებს რუსთავი2-ის დახურვას, ის დაუშვებს რუსეთთან გაერთიანებას და ქვეყნის დამოუკიდებლობის დასასრულს. დავიჯერო, ისე დაჩმორდა ხალხი, რომ ვერ შესძლებს, ვერ მოაგვარებს, ორგანიზაციას ვერ გაუკეთებს რაიმე სერიოზულ აქციას, რათა ამ ბოროტებით სავსე შუშის კოლბას და მის მიერ გამოჩეკილ ბოროტუნიებს დაანახოს თავიანთი განწყობა?!
თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ ვიჯდეთ ასე კომპიუტერების წინ და ვივაგლახოთ. მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ფანჯრიდან გახედვისას დავინახავთ მთავრობის სახლზე აფრიალებულ რუსეთის დროშას და რუსთაველზე მოსეირნე რუს ჯარისკაცებს“, - წერს დოდონა კიზირია „ფეისბუქში“.