-
2015-09-29 22:51
გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, რომ „ნარუშილოვკის“ გადაცემა ხდებოდა რიგით მოქალაქეებზეც და მაგალითად ალექსანდრე ჭიკაიზე დაასახელა.
„მე ვიცი, რომ ერთ-ერთ სუფრასთან ალექსანდრე ჭიკაიძემ პირდაპირ მაგიდასთან გადასცა „ნარუშილოვკა“ რიგით მოქალაქეს, დააჯილდოვა ის ამ საშვით. ეს მოქალაქე არის აბრამიშვილი, ის ახლა დაქრის საჩხერესა და ჭიათურას შორის, არ უკეთია ღვედი და ვერც აჩერებენ. მე ვფიქრობ, ამის გამოძიება ძალიან მარტივია: უნდა დაკითხონ ჭიკაიძე, უნდა დაკითხონ მოქალაქე და უნდა დაკითხონ ის პოლიციელები, რომლებიც ამას უყურებენ ყოველდღე“, - აღნიშნა ელისო კილაძემ.