დიმა ჯაიანს "აფხაზთა კრების" ლიდერი პასუხობს: "ნუ გაგიკვირდება, რომ ვინმემ მე-11 არმიის ჯარისკაცად მოგიხსენიოს"

Image

"აფხაზთა კრების" ლიდერი მალხაზ პატარაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის მინისტრის დიმა ჯაიანის მხრიდან ტვ "ობიექტივში" მისი მისამართით გამოთქმულ მუქარას პასუხობს.

 

საქმე ეხება სოხუმის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის გახსნის დღეს მოწყობილ ფოტოგამოფენას, რომლის ჩაშლაც სურდათ დიმა ჯაიანსა და მის მოადგილეს, ხოლო "თავისუფალი ზონის" წევრ დავით გოგოხიასა და განათლების მინისტრის მოადგილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის ინიციატორი "აფხაზთა კრება" იყო და მალხაზ პატარაია იმ დღეს ადგილზე იმყოფებოდა.

 

„დღეს მოვისმინე აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის გუშინდელი ბნედები შავბნელი რუსული არხი ,,ობიექტივით“. აბა რა გითხრათ. როგორც იტყვიან კოკასა შიგან რაცა სდგასო. . . ალბათ, არც ღირს ამ აშკარად არაადეკვატური გამოხტომის კომენტარი, რომ არა ის უამრავი ტყუილი რომელიც ჩვენმა უგანათლებულესმა და უკულტურესმა გადმოაფრქვია.

 

ჯერ ერთი, ეს იყო "აფხაზთა კრების" აქცია და მასში მონაწილეობა მიიღეს ,,თავისუფალი ზონის“ წევრებმა, ღირსეულმა და გულიანმა ჩვენმა თანამემამულეებმა. მეორე, მასთან საუბარი იქვე მქონდა, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში არის. მაშინაც, როგორც ეხლა, ცრუპენტელობდა.

 

მაგალითად, რომ არ იცის მისი კოლმეურნეობის თავმჯდომარის და მამუკა არეშიძის მკრეხელური გამონათქვამები აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. მესამე და მთავარი: ეს ძველბიჭური კორიანტელი, რომ ვიმალები, მთელი საქართველო მეძებს, მიწიდან ამომთხრის და ა.შ. მაინც ცნობიერების წუთიერი შებინდება მგონია, ვიდრე ფხიზელი გონების ნაკარნახევი, თუმცა, ვინ იცის.

 

დიმა, ჩემს ოფისში ვარ როგორც ყოველთვის. არასოდეს დასამალი არაფერი მჭირდა და არც ეხლა მაქვს. იცი ეს შენ. თუ სინდისი გეყოფა, შეგიძლია მობრძანდე და თუ არ იცი, აგიხსნი, რომ ბურჯანაძე და მისი მიმდევრები რუსებია. ბურჯანაძის მიმდევრების მთავრობაში ყოფნა, ჭორვილელი ორჯონიკიძის ხელისუფლების სამსახური რუსეთუმეობა, კოლაბორაციონიზმი და ღალატია.

 

ასე, რომ ნუ გაგიკვირდება, თუ ვინმემ მე-11 არმიის ჯარისკაცად ან ოფიცრად მოგიხსენიოს. ადრე ამის თაობაზე, ჩვენი ძველი ურთიერთობიდან გამომდინარე, შენი მისამართით არაფერი მითქვამს. თუმცა ჩემი ზოგადი მოსაზრებების გაგება აქამდეც არ გაგიჭირდებოდა. მაგრამ, რადგან ამ წარსულს ბორიას ხონჩით თვალდაბნელებულმა, თავად გადაუსვი ხაზი, აწი სხვებისაგან ნამდვილად არ განგასხვავებ.
ისე, შეგიძლია არც შეწუხდე, ეხლა სხვა ღონისძიების მომზადებით ვართ დაკავებული და სულ მალე იქით მოგაკითხავთ.“ – წერს მალხაზ პატარაია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !