-
2015-09-23 23:14
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა "მაესტროს" გადაცემაში "ფაქტორი" ამბობს, რომ "სამართლიანობის აღდგენა" არ არსებობს და სამართლიანობა დღეს უნდა დაიცვა. მისივე თქმით, ეს ის ჯინია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ამოუშვა.
ნიკა რურუა არ დაეთანხმა გადაცემის წამყვანის პოზიციას იმის შესახებ, რომ 2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა მისცა სამართლიანობის აღდგენას - ყოფილი მინისტრის თქმით, მოსახლეობამ ხმა მისცა კრედიტების გადახდას, უფასო ფულს და სხვა დაპირებებს, ხოლო "სამართლიანობის აღდგენა" "ქართული ოცნების" მიერ გაცემული დაპირება იყო, რომლის შესრულება შეუძლებელია.