პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ადარებს შეიარაღებულ პირს, რომელიც "ცუდ ბიჭს" თამაშობს და არ გამოსდის, ამიტომ იარაღით სხვას ვერ აზარალებს და ხან ფეხში ირტყამს, ხან კი "ერთ ადგილზე, რომელსაც არ გეტყვით".
"ტურავაზე ზეწოლის მცდელობაც უსუსური იყო. როდესაც ხელში იარაღი გიჭირავს და გინდა, რომ ცუდი ბიჭი იყო, უნდა იყო მაშინ ცუდი ბიჭი და ამის თავი რო არა გაქვს და ფეხში რომ გაირტყამ, ეგ გააკეთეს, ფაქტიურად. ანუ, სხვა ვერ აზიანებ, ამის თავიც არა გაქვს, თან გინდა, რომ რაღაცა ცუდი გააკეთო და არა ხარ, ბუნებით არა ხარ ცუდი და თამაშობ ამ იარაღით და ხან ფეხში გაირტყამ და ახლა, მეორე ადგილს არ გეტყვით, სად ირტყამენ კიდევ...", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა, ხოლო პოლიტოლოგმა ზურაბ ბიგვავამ დაამატა, რომ ეს ბრძოლა მოიგეს "ქართული ოცნების" ოპონენტებმა.