"მოსამართლე ჩხიკვაძემ უპირობოდ გაიზიარა ჩემს წინააღმდეგ 6 "კანონიერი ქურდის" ჩვენებები"

Image

გიგი უგულავას სასამართლო პროცესის მოსამართლესთან ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს.

 

"უკვე კარგა ხანია, თვალნათლივ ვხედავ, რომ რაც საქართველოს არ გააჩნია, ეს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოა, მაგრამ ხშირად გვესმის, რომ არიან გამონაკლისი მოსამართლეები. მე კი მინდა სწორედ ერთ ასეთ გამონაკლის მოსამართლეზე ფართო საზოგადეობას მივაწოდო ორიოდე სიტყვა, უბრალოდ განსჯისთვის. ეს არის გიგი უგულავას განაჩენის ხელმომწერი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე. ეს ნამდვილად ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელიც შუასაუკუნებრივი, ინკვიზიციური, შავრაზმელი მოსამართლეთაგან ერთ-ერთი უპირველესია.

 

ამის თქმის საშუალებას მე მაძლევს მის მიერ 2 წლის წინ ჩემს საქმეზე ქცევების ანალიზი. ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ შეგახსენებთ, რომ ეს არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უპირობოდ გაიზიარა ოფიციალური 6 “კანონიერი ქურდის” ჩვენებები, ადამიანების რომლებსაც ათეულობით დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ისეთი, როგორიცაა ქურდობა, ყაჩაღობა, გამოძალვა და სხვა.

 

მოსამართლე ჩხიკვაძემ სწორედ რომ „ქურდული სამყაროს“ წევრების მოსაზრებები მიიჩნია სარწმუნოდ და ჭეშმარიტებად, როდესაც მეორე მხარეს ნამდვილად შეუბღალავი რეპუტაციის ადამიანების პოზიციები იყო. ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ მაშინვე გაჩნდა კითხვა - როგორ მოხდა ქურდული სამყაროს და სასამართლოს ჰარმონიზაცია, როგორ მოხდა ის, რომ კანონიერმა ქურდებმა სწორედ მოსამართლე ჩხიკვაძეს მისცეს წერილობითი ჩვენებები და კულმინაცია პროცესისა - როგორ აქცია მოსამართლემ კანონიერი ქურდების სიტყვა კანონად?!

 

ამით მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც ვსაუბრობთ მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენზე უგულავას მიმართ, გავითვალისწინოთ ის, რომ ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომელსაც არათუ მოსამართლის მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეუძლია, არამედ ის შორს არის უბრალოდ კეთილსინდისიერი მოქალაქის პასუხისმგებლობის გრძნობისგანაც. ასეთი „დაღვინებული“ მოსამართლის სიცილიურ მაფიასაც კი შეშურდებოდა.

 

ერთი ფაქტორიც მნიშვნელოვანია, ამ კატეგორიის მოსამართლეები სახელისუფლებო ზეწოლად სწორედ იმას თვლიან, რაც მათ ყველაზე უფრო სიამოვნებთ და სჭირდებათ, პრინციპით - „ბინძური ხელი ბინძურ ხელს ბანს“.

 

საბოლოოდ კი თქვენთვის დამიტოვებია ერთი კითხვა, ადამიანი რომელიც ოფიციალური „კანონიერი ქურდის“ სიტყვას სასამართლო სიმტკიცით და დამაჯერებლობით ამყარებს, რა სახის განაჩენების გამოტანა შეუძლია, რა დოზის ფალსიფიკაციისა და უსამართლობის დამკვიდრებას არ შეუწყობს ხელს?

 

და რაც ყველაზე მთავარია, ვისი სიტყვები, ცხოვრება და ქცევა აღმოჩნდა უფრო მისაღები და შესაბამისად სარწმუნო მოსამართლე ჩხიკვაძისთვის - ერთის მხრივ 6 "კანონიერი ქურდის" და მათი ამფსონების, თუ მეორეს მხრივ მაგალითად გიგი უგულავასი და მასთან ერთად უამრავი კეთილსინდისიერი მოქალაქის?", - წერს ბაჩო ახალაია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !