"ნაცებმა იდედლეთ... ჩემთან მოგეყვანათ უგულავა და კბილებით დავიცავდი" - ირაკლი წერეთელი 1 ოქტომბერს მიტინგს აანონსებს

Image

მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, მაშინდელი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას ხელახალი დაპატიმრება სამარცხვინო იყო, ამასთან, ენმ-ს მიმართავს და ამბობს, რომ პარტიას მხარდამჭერებთან ერთად, უიარაღო წინააღმდეგობა უნდა გაეწია ხელისუფლებისთვის და გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრება არ უნდა დაეშვა.

 

"ნამდვილად არ ვარ და არც ვიქნები ნაცმოძრაობის და მათ შორის გიგი უგულავას აპოლოგეტი, მაგრამ-გიგი უგულავას დაპატიმრება ,მისი განთავისუფლების შემდეგ, არის სახელისუფლებო უზნეობის, არაკაცობისა და გათახსირების უტიფარი დემონსტრაცია, რასაც ვგმობ და რა თქმა უნდა ვაპროტესტებ.

 

ნაცმოძრაობას უნდა გაეწია სასტიკი წინააღმდეგობა და არ უნდა დაენებებინათ გიგი უგულავა, დამპალი და გახრწნილი ხელისუფლებისთვის, წასულიყვნენ უნდა არაშეიარაღებულ ფიზიკურ წინააღმდეგობაზე. ნაცებმა იდედლეთ. მაგ შემართებით ამ დამპალ ხელისუფლებას ვერ შეცვლით.სამწუხაროდ გაკლიათ შემართება და გამბედაობა და, როგორც ირკვევა, არც ისე ბევრნი ყოფილხართ.

 

9 აპრილის შემდეგ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭანტურიასა და ჩემი განთავისუფლების შემდეგ თვით ძლევამოსილ და ფიზიკურად უდიდეს, კბილებამდე შეიარაღებულ საბჭოთა იმპერიასაც კი არ გაუბედავს ჩვენი ხელახლა დაკავება. მარტო ვეღარაფერს გახდებით. საჭიროა გრანდიოზულად მრავალრიცხოვანი გაერთიანება ყველა ატლანტიკური, ანტისაოკუპაციო ეროვნული ძალისა, სადაც ნაცები არ უნდა იყოთლიდერის პოზიციაზე.

 

განთავისუდფლების შემდეგ გიგის ხელახალი დაპატიმრება არა მარტო სამწუხაროა, არამედ სამარცხვინოც. თვისობრივად ახალი ეროვნული მოძრაობა უნდა დაიწყოს საქართველოში,შევსებული ძველი და ასევე ახალი ღირსეული სახეებით! აუცილებელია 1 ოქტომბერს გრანდიოზულად მრავალრიცხოვანი დემონსტრაციის ჩატარება!

 

ყველანი 1 ოქტომბერს დღის ხუთ საათზე, რუსთაველი გამზირზე, მთავრობის სახლის კიბეებთან! სიმართლისა და უკეთესი მომავლისთვის ვისაც თაზე ხელისაღება და თავგანწირვა არ შეუძლია ის არ არის გამარჯვების ღირსი!

 

და ბოლოს, თუ ნაცებს მეტის თავი არ გქონდათ, ჩემთან მოგეყვანათ სახლში გიგი უგულავა და კაცურად , ვითარცა დევნილ სტუმარს ,სახლში შევიფარებდი და კბილებით დავიცავდი!", - წერს ირაკლი წერეთელი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !