ხუხაშვილი: "ოცნება" არჩევნებს ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოიგებს, რასაც "რუსთავი-2' გამოააშკარავებს"

Image

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მომავალ არჩევნებს "ქართული ოცნება" ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოგებს, რასაც "რუსთავი-2" გამოააშკარავებს, დაიწყება გამოსვლები და "ოცნება" ამ კრიზისს ვეღარ გადაიტანს.

 

"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დაკარგა შანსი, რომ ეს სამართლებრივი პროცესი გაეფორმებინა როგორც დემოკრატიის ზეიმი მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. შეეძლო, რომ სასამართლოს განმარტება პოზიტივისკენ შეეცვალა, მაგრამ იმდენი გააკეთეს, რომ ეს ყოველივე პოზიტივის ნაცვლად ნეგატივში გადაიყვანეს.

 

გასათვალისწინებელია დასავლეთის პოზიციაც. დასავლეთმა გაიგო, რომ უგულავამ დატოვა ციხე, იმიტომ, რომ ის იყო უკანონო პატიმარი და ის იმაზე მეტხანს იჯდა ციხეში, ვიდრე ეს კანონით იყო განსაზღვრული. ეს უკანონობა განაჩენის საფუძველზე აღიარა საკონსტიტუციო სასამართლომ და უგულავა გაათავისუფლეს.

 

ხდება ისე, რომ მეორე დღესვე მას აბრუნებენ ციხეში, ეს იქნება დიდი შეცდომა. ევროპაში დეტალებს არ უყურებენ, შესაბამისად, განცდა იმისა, რომ უგულავას მიმართ ხორციელდება რაღაც ტიპის დევნა, დასავლეთში გაძლიერდება. ეს ყველაფერი ეჭვებს გააღრმავებს.

 

რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს - მე ამას არ ვამბობ, მაგრამ პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა...

 

მეორე დღესვე არ უნდა მომხდარიყო ასე ფორსირებული შეტევა. უმჯობესი იქნებოდა, ემოციები ჩამცხრალიყო და ეს უარყოფითი შედეგი შეერბილებინა.

 

ხელისუფლება მონაწილეობდა თუ არა ამ პროცესებში, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ პოლიტიკურად აბსოლუტურად უგუნური ნაბიჯები გადაიდგა მისი მხრიდან. თუნდაც მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სასამართლოს სხვა წევრებს. ეს იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია.

 

იგივე პროკურორების განცხადებაც ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. მაინტერესებს, ვინმე ვინმეს რჩევას ეკითხება?! ეს არ არის ჭიდაობა - ვისაც ჭიდაობა უნდა, ამისთვის ტატამი არსებობს. ჩვენ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ვისაც კუნთები ჰგონია მთავარი, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

 

სამწუხაროდ, მთავარი პრობლემა გვერდზე რჩება. მთავარი კითხვაა ის, რატომ ვერ ახერხებს პროკურატურა, რომ დააყენოს განაჩენი ძალიან ბევრ ბრალდებაზე. აქ დგება კომპეტენციის საკითხი. თუ საკმარისი მტკიცებულებები არ გაქვს, მაშინ პირი არ უნდა დააპატიმრო. მარტო უგულავას საქმეზე არ იყო ეს წინასწარი პატიმრობის ვადის პრობლემა, ეს გახმაურებული საქმე იყო და შეიძლება ამით იმართლონ თავი.

 

სხვა მაგალითს მოვიყვან, ვაკეში მომხდარ მკვლელობას და გიორგი ოქროპირიძის საქმეს. პროკურატურამ ძალიან მარტივ საქმეზე ხარისხიანი ბრალდება ვერ უზრუნველყო. ხელისუფლებას ვეკითხები, არის თუ არა პროკურატურაში პრობლემა?! გარე პრობლემებს ვერ მოაგვარებ ისე, თუ შიდა სამზარეულოში გაქვს პრობლმები.

 

სიტუაცია იქნება ასეთი, რომ არჩევნებზე მივა ძალიან ცოტა ამომრჩეველი, რის გამოც ხელისუფლება გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. "ოცნება" არჩევნებს ძალიან დაბალი ლეგიტიმაციით მოიგებს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ძალიან კარგად ჩააწიკწიკებს "რუსთავი 2".

 

ახლავე გეუბნებით, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდი ხელისუფლებისთვის იქნება კოშმარი, რასაც ძალიან დიდი ალბათობით, ვეღარ გადაიტანს. არჩევნების გაუქმების მოთხოვნით გამოვა როგორც "ნაცმოძრაობა", ისე სხვა პარტიები, მათ შორის ისინიც, ვინც ამ პარტიასთან რადიკალურად არის დაპირისპირებული. "ოცნება" ამ კრიზისს ვერ გადაიტანს. ეს არ არის გუნდი, რომელსაც კრიზისის მართვა შეუძლია. ამ ორმა დღემაც გვაჩვენა ეს, ათასი სისულელე გააკეთეს ამ ორ დღეში."

 

"რეზონანსი"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !