
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქზე" ეხმიანება გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრების ფაქტს და წერს, რომ მისი პოსტის შინაარს, რომელიც აპოლიტიკურია, მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვინც გიგი უგულავას პირადად იცნობდნენ.
"დაპატიმრებაც ასეთი უნდა!!!!!!! პირდაპირ ეთერში...საკუთარი ფეხით... 4 წელი და 6 თვე... მარტო გიგის შეეძლო ასე დაეპატიმრებინათ...
ვინც იცნობს,მხოლოდ ის მიხვდება რასაც ვგულისხმობ... სხვა - ვერა...
p.s.: ტყუილად ნუ მოძებნით პოლიტიკურ ქვეტექსტებს ჩემს პოსტში.... ამ სტატუსს მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვინც უგულავას პირადად იცნობს", - წერს ინგა გრიგოლია, თუმცა სტატუსზე გამოქვეყნებულ კომენტარებში სტატუსმა მაინც გამოიწვია პოლიტიკური განხილვები.