
"ადამიანი ჩვეულებრივი დამნაშავეა და მაინც გმირად უნდა ვაქციოთ, აი, ეს არის არასწორი, ჩემი აზრით", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას "ფეისბუქის" კედელზე დაწერილ სტატუსს გიგი უგულავას შესახებ.
"ადამიანის დაჭერა რომ გაგიხარდეს, ძალიან ბოროტი უნდა იყო, არ არის სასიამოვნო კაცის ციხეში გაშვება, არც პირდაპირ ეთერში ჩვენება, მაგრამ შენც ხომ იცი, რატომ იყო იქ მედია და რომ მოქმედი კანონით ამის უფლება აქვთ, თორემ პირდაპირ ეთერებში დაჭერები როგორი გვინახავს, ყველას გვახსოვს. ადამიანი ჩვეულებრივი დამნაშავეა და მაინც გმირად უნდა ვაქციოთ. აი, ეს არის არასწორი ჩემი აზრით", - აღნიშნა კომენტარში მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საქალაქო სასამართლომ "თბილსერვისის" ეპიზოდში გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, საბოლოოდ 4 წელსა და 6 თვემდე შემცირდა. გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეზე სასამართლოს შენობიდან გადაიყვანეს.