-
2015-09-18 18:20
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ უგულავას თემა ხელისუფლების მარცხია, თუმცა, ეს ერთადერთი ბრძოლა არ არის და ბრძოლა გრძელდება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს რაუნდი მოიგო, თუმცა ეს არის ერთი ბრძოლა, ომი გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უფრო დიდი პრობლემა ექნება, თუ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა და შეეცდებიან უგულავას ციხეში შებრუნებას. გარკვეული პერიოდი, ჩემი აზრით, ამ ნაბიჯის გადადგმა კიდევ უფრო გაამძაფრებს და უფრო კარგად გააფორმებს მათ პოლიტიკურ მარცხს.
ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობის თვალსაზრისით და თუ მან ეს პრობლემები ვერ გადაწყვიტა, ხვალ და ზეგ კიდევ უარესი სურათი იქნება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.