ნიკა რურუა: MAP-ზე ფიქსაცია ინფანტილურიც კი მგონია, როცა გაწევრიანების სხვა გზებიც არსებობს

Image

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა წერს, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის MAP-ის მიღება სულაც არ არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა ალიანსში გასაწევრიანებლად, ამიტომ, მისი ვერმიღების შემთხვევაშიც კი, არ უნდა განვიხიბლოთ ან უიმედობა არ უნდა დაგვეუფლოს. 

 

"MAP, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმა მხოლოდ ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად. მიზანი კი, მოგვეხსენება ყველას, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაა.

 

ამდენად, მიზანი და მის მისაღწევად საჭირო ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. ინსტრუმენტი კი მაშინაა კარგი და გამოსაყენებელი, როცა ის მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა.

 

MAP კონკრეტული ეპოქის და კონკრეტული ქვეყნებისთვის შექმნილი ინსტრუმენტია, რომელმაც, შესაძლოა დრო მოჭამა, და ტექნიკური თვალსაზრისით ის სულაც არაა ერთადერთი გზა სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის.

 

მეტიც, ამ ეტაპზე MAP-მა, რომელსაც დაცვის არანაირი გარანტია არ ახლავს, შესაძლოა, საქართველოს მეტი ზიანი მოუტანოს, ვიდრე დაახლოების სხვა ინსტრუმენტებმა.

 

ამიტომ, დასაშვებია ის მოსაზრება, რომ საქართველო ამ კონკრეტული ინსტრუმენტის გარეშეც გახდეს წევრი, თუ ის რეფორმებს გააგრძელებს და უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოდ იქცევა მათი ამ რეფორმების საშუალებით.

 

ამიტომ არ ღირს MAP-ზე ფიქსაცია და მისი ვერმიღების შემთხვევაში გარდაუვალ განხიბლვასა და უიმედობაში ჩავარდნა.

 

ვიმეორებ, ამ წუთს ალიანსთან დაახლოვება სხვა ინსტრუმენტებით და უფრო მეტად დემოკრატიულ ქვეყანად ქცევა უფრო რეალისტურ გზად მესახება.

 

როგორც ვიცით, NATO-ში გაწევრიანება ტექნიკურთან ერთად ალიანსის პოლიტიკური გადაწვეტილებაა უმთავრესად, და ამიტომ ამისთვის კონსენსუსის შენებაზე უნდა ვკონცერტრირდეთ ალიანსის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან.

 

MAP-ზე ფიქსაცია ინფანტილურიც კი მგონია, როცა გაწევრიანების სხვა გზებიც არსებობს. მთავარია მხნეობა, სურვილი და შრომა ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, რაც სიზარმაცეს, უიმედობასა და რუსულ პროპაგანდას არ უნდა შეეწიროს.

 

საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, თუ საქართველოს აღარ ეყოლება პოლიტპატიმრები, ექნება კარგად დაცული და გარანტირებული ადამიანის უფლებები, ექნება თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი პროკურატურა, და თავისუფალი ბაზარი.

 

დღეს ეს ალიანსის გენერალურმა მდივანმაც გაიმეორა საქართველოში. ამიტომ, გვერდზე გადავდოთ ინფანტილური წარა-მარაობა, სულსწრაფობა და მთელი სერიოზულობით გავაგრძელოდ მუშაობა ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად.

 

და ეს გარდაუვალი გახდება MAP-ით თუ მის გარეშე", - წერს ნიკა რურუა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !