ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოში ნატოს გენმდივნის ვიზიტს და უახლოს მომავალში ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოსთვის მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებს აანალიზებს და წერს, რომ თუ წელს, დეკემბერში, მინისტერიალზე ნატომ საქართველოს MAP ან რაიმე მნიშვნელოვანი გზავნილი არ მისცა, რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლაა მოსალოდნელი.
"ერთ აზრს გაგიზიარებთ:
მოკლედ, ჩვენ ვიცით, რომ NATO - ს შემდეგი სამიტი არის პოლონეთში და არის 2016 წლის ივლისში.
ამავე წლის შემოგომაზე ჩვენთან არის არჩევნები.
ამავე წლის შემოდგომაზე არჩევნებია აშშ-შიც.
ობამა, რომლის დროსაც ალიანსის გაფართოება, ჯერ-ჯერობით, არ მომხდარა, ალბათ მაინც ისე წავა, რომ გაფართოების, ანუ, ახალი წევრის მიღებას მოაწერს ხელს - მონტენეგროს ამთავითვე უნდა მივულოცოთ.
რაც შეეხება საქართველოს - თუ წლეულსვე, დეკემბერში, მინისტერიალზე, არ დაფიქსირდა ჩვენი პროგრესი, ან, თუ, ვარშავაში არ მივიღეთ MAP... ან, თუნდაც ნუ მიგვიღია ეს სამოქმედო გეგმა, მაგრამ, ალიანსმა არ გამოიმეტა რაღაც ისეთი, რაც ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩვენი ინტეგრაციის გზაზე (ასეთია არა ბუნდოვანი ჩანაწერი, არამედ, ხსენებული სამოქმედო გეგმა ან თქმა, რომ სამოქმედო გეგმა აღარაა ერთადერთი ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის), საოცრად დიდი შეტევა იქნება საქართველოზე რუსეთის მხრიდან... როცა ვამბობ რუსეთის მხრიდან-თქო, აქაურ პრორუსულ ძალებსაც ვგულისხმობ - უკვე ლუსტრირებულებს და ჯერაც კარგად შეფუთულებს - ორთავეს.
აი, ესაა საშიში ჩვენთვის ახალ რუბიკონამდე - ვარშავამდე და ვარშავის შემდეგაც, თუ, ვიმეორებ, რაღაც სერიოზულ ჩანაწერი არ მივიღეთ.
ამიტომ, წლეევანდელი წლის 4 თვე და, განსაკუთრებით მომავალი წლის პირვლი 6 თვე უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და შეცდომები არ დავუშვათ...", - წერს ირაკლი ტაბლიაშვილი "ფეისბუქზე".