
აშში მცხოვრები ზურაბ გურული "ფეისბუქზე" წერს, რომ წაგებული ომის გმირები განსაკუთრებული ფენომენია, რადგან სწორედ ისინი ქმინიან თაობათა მახსოვრობასა და გამარჯვებისკენ სწრაფვის დაუოკებელ სურვილს.
"წაგებული ომების გმირები განსაკუთრებული ფენომენია.
მოგებული ომის სიხარული დაღუპული გმირებით გამოწვეულ სევდას გადაფარავს ხოლმე, წაგებული ომის გმირები კი - წაგებით გამოწვეულ ტკივილს და შელახულ თავმოყვარეობას.
ამიტომ, წაგებული ომის გმირები განსაკუთრებულად გამორჩეულად რჩებიან მახსოვრობაში.
მარაბდა - 9 ძმა ხერხეულიძე… კრწანისი - 300 არაგველი… კოჯორი - იუნკერები … 2008 - ანწუხელიძე …
წაგებული ომის გმირები ქმნიან თაობათა მახსოვრობას და გამარჯვებისაკენ სწრაფვის დაუცხრომელ სურვილს. ამ სურვილის გაქრობასთან ერთად ქრება არსებობის და ბრძოლის მოტივაციაც და … ქრება ერიც.
ამიტომ, გვახსოვდეს!.."