ნიკა გვარამიამ მოსამართლეებს მიმართა

Image

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მოსამართლეებს მოუწოდა, იყვნენ დამოუკიდებლები და მიიღონ ღირსეული გადაწყვეტილება.

 

„ეს განჩინება მეტად საინტერესოა და ამტკიცებს ყველა ეჭვს რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს საქმე მკაფიოდ პოლიტიზირებულია და არავითარი კავშირი საკუთრების უფლებასთან არ აქვს. განჩინების თანახმად, ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის მთელს ქონებას, მათ შორის სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე შენობას და მიწის ნაკვეთს.

 

ეს ძალიან ცინიკურია, რადგან ეს ის ქონებაა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს. ეს არის ბოლო სამი წლის განმავლობაში შეძენილი ქონება რუსთავი2-ის მიერ. ასევე, ქონება რომელიც კაპიტალის სახით შემოიტანა ახალმა დამფუძნებელმა „შპს საქართველომ", რომელმაც გააორმაგა რუსთავი 2-ის კაპიტალი.

 

ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს, ჩვენი კომპანია გამდიდრდა ნახევარი მილიონი ლარით. ეს იყო გადამცემი, რომელიც იმ დროს მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიისთვის და ახლა სრულიად უსარგებლოა, რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით.


ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყადაღაზე გაცილებით მძიმე, როგორც მოგეხსენებათ ახალი სარეკლამო რეგულაციების პირობებში, გართულებულია ფულის მოძრაობა, შემცირდა სარეკლამო ბაზარი, ამიტომ, ტელეკომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა საფინანსო ინსტიტუციებთან ურთიერთობამ.

 

პირველ რიგში ბანკებთან, ასევე კერძო პირებთან, რომლებისგანაც შეიძლება სესხი ავიღოთ და ა.შ. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ფულის მოძრაობა არის შეფერხებული. ჩვენ გვჭირდება ბანკთან ურთიერთობა. ამ განჩინების მიხედვით, რომელიც გამოიტანა მოსამართლე ურთმელიძემ, ჩვენ აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა საბანკო ინსიტუციებთან, ვერ ავიღებთ ვალს კერძო პირისგან, ვერ ავიღებთ კრედიტს ბანკისგან და რაც მთავარია ვერ გავაქირავებთ შენობებს, ეკრანებს, რასაც ვაქირავებთ და შემოსავალს ვიღებთ.

 

ასევე, აკრძალული გვაქვს ნებისმიერი რამის ყიდვა უცხოელი პარტნიორებისგან, რადგან ყველა ყიდვას, ნასყიდობის ოპერაციას, ასევე სატელიტზე ასვლას სჭირდება საბანკო გარანტია, რისი აღების უფლებაც აღარ გაქვს.

პირდაპირ უნდა ვთქვა, მოსამართლე ურთმელიძის მიერ იქნა უკანონო გადაწყვეტილება მიღებული. მან მედიის თავისუფლება დააყენა საკუთრების უფლებაზე წინ. სხვა საკითხია, რომ მესაკუთრეობის უფლებაც არის საეჭვო. სარჩელი, რომელზე საუბარი მიდის არის უპერსპექტივო და ეს უპერსპექტივობა თვალნათლივ შეიძლება დაინახოს პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმაც, ვინაიდან, სარჩელი არის ხანდაზმული.

 

მოსარჩელე აპელირებს ძალადობრივ ჩამორთმევაზე და ძალადობრივ ჩამორთმევას აქვს ერთწლიანი ხანდაზმულობა, მას შემდეგ რაც ძალადობის გარემოება ამოიწურება. უკვე სამი წელია გასული და სარჩელი არ იქნა შეტანილი, შესაბამისად სარჩელი არის ხანდაზმული. სწორედ ასეთი სარჩელის პირობებში, მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა განაჩენი, სადაც მედიის თავისუფლება უხეშად იქნა შეზღუდული.

 

მეტსაც გეტყვით, მოსამართლე ურთმელიძე არის ეგრეთ წოდებული ზონდერ მოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა. ის პირდაპირ და დაუფარავად აწყობდა სასამართლო ხელისუფლებაში გადატრიალებას.

 


ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ ეს გადაწყვეტილება არ იყო დაწერილი. ხელისუფლება ელოდებოდა საზოგადოების რეაქციას, როგორი იქნებოდა. მას შემდეგ რაც ნახა, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე, ამ გადაწყვეტილებიდან ამოვიდა ერთი პუნქტი - უარი ეთქვა მოსარჩელეს ჩვენი ანგარიშების დაყადაღებაზე. ანგარიშების დაყადაღება, მოგეხსენებათ, იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის კომერციული სიკვდილი! ანუ, ჩვენ პრაქტიკულად დაგვხურავდნენ.

ეს სარჩელი შემთხვევით არ მოხვედრილა მოსამართლე ურთმელიძესთან. სარჩელში სრულიად ხელოვნურად არის შეტანილი ინტელექტუალური და მომიჯნავე საკუთრების თაობაზე დავა, ჩვენ არ ვიცით რას ეხება ეს... ვვარაუდობთ, რომ ლოგოს. აქ ნათქვამია, რომ ლოგოს გამოყენების აკრძალვას ითხოვდა მოსარჩელე ჩვენთვის. რაში დასჭირდათ მომიჯნავე და ინტელექტუალურ საკუთრებაზე დავა?

 

მარტივად - მოსამართლე ურთმელიძე და კიდევ ერთი მოსამართლე არიან საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილები, რომ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავები განიხილონ. სხვა მოსამართლეებს ტრენინგები ამ საკითხში არ აქვთ განვლილი და შესაბამისად ვერ განიხილავენ. ანუ, აბსოლუტურად ხელოვნურად იქნა ჩართული ამ საქმეში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავა, რომ მოსამართლე ურთმელიძეს განეხილა ეს სარჩელი.

 

რას აპირებს ტელეკომპანია რუსთავი 2? ცხადია, ხუთი დღის ვადაში ამ განჩინებას გაასაჩივრებს. პირველ რიგში, ვითხოვთ, რომ მოსამართლე ურთმელიძე არ იყოს ამ საჩივრის განმხილველი. მეორე - საჩივარი იყოს განხილული ზეპირი მოსმენით, იმიტომ რომ აქ არის უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესი და არ გამოიყენოს ბოროტად სასამართლომ თავისი დისკრეცია, ზეპირი მოსმენით განხილვის გარეშე და მესამე-განხილვა მოეწყოს არა ერთი მოსამართლის, არამედ სამი მოსამართლის მონაწილეობით. იმიტომ, რომ ერთი მოსამართლე არის ძალიან მოწყვლადი!

კიდევ ერთხელ შევახსენებ სასამართლო ხელისუფლებას, მოსამართლე ურთმელიძეზე საუბარი არ არის, რადგან მან ამ განჩინებით თავის პროფესიულ სიკვდილს ხელი უკვე მოაწერა, ყველა მოსამართლეს ვაფრთხილებ - სასწორზე არ არის რომელიმე კერძო კომპანიის ინტერესი. სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა-არ არსებობა. მიიღეთ გადაწყვეტილება კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად. იყავით დამოუკიდებლები და პატივი ეცით მედიის და სიტყვის თავისუფლებას. თქვენი ქვეყნის, თქვენი მოქალაქეების და თქვენი შვილების ინტერესებს.

 

რუსთავი 2 ვერ დაიხურება, ჩვენ არ გავჩერდებით, შესაბამისად ასეთი მოქმედებებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა არის უშედეგო და უპერსპექტივო!

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშს, ცხადია, ამ კომპანიისთვის მას არაფერი შეუმატებია. პირიქით, ეს არის ყევლაზე ბნელი პერიოდი, ამ კომპანიის არსებობაში. მას შემდეგ რაც ქიბარ ხალვაშმა გაასხვისა ეს ტელეკომპანია, 2006 წელს, იგი კიდევ წელიწადნახევარი იყო ამ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი და იღებდა ძალიან მაღალ შემოსავლებს საქართველოში. არავის ის არ დაუჩაგრავს. მისი ქონება და შემოსავლები იყო ხელუხლებელი.

 

შესაბამისად, ვერცერთ შემთხვევაში იქნება გაზიარებული ის ფაქტი, რომ მას ეს ქონება წაართვეს და დაუტოვეს რუსთავი 2 ათჯერ უფრო მომგებიანი და შემოსავლიანი საკუთრება მფლობელობაში. ის საქართველოდან წავიდა 2008 წლის დასაწყისში, ხოლო ქონება გაყიდულია 2006 წელს.

კიდევ ერელ ვიმეორებ, რუსთავი 2 ბრძოლას არ შეწყვეტს და ვიღონებთ ყველაფერს, რომ ეს კაბალური განჩინება გაუქმდეს და ჩვენი სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. თუ ვინმეს უხარია ეს განჩინება, ვიტყვით, რომ ნაადრევია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განჩინება იყოს ანულირებული! იმედი მაქვს სასამართლო ხელისუფლების ადექვატურობის და პასუხისმგებლობის გრძნობის ქვეყნის წინაშე!", - განაცხადა გვარამიამ.

 

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი "რუსთავის 2"-ის პარტნიორთა წინააღმდეგ სასამართლოში 4 აგვისტოს შევიდა.

 


თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, "რუსთავი2-ის" პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო. "რუსთავი2-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ქონება სრულად დაყადაღდა და ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა წილებს.

 

არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

 

"რუსთავი 2"-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა "რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

 

არხის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !