
"აფხაზეთის ხმის" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კორახაშვილი განცხადებას ავრცელებს და თანადგომას უცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის კოლექტივსა და დამფუძნებლებს. გიორგი კორახაშვილი წერს, რომ თავისუფალი მედიის ამოძირკვის მცდელობა ვერ უშველის იმ პრობლემებს, რაც ხელისუფლებას აქვს.
"ტელე-რადიო კომპანია "აფხაზეთის ხმის" სახელით თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებ რუსთავი2-ს, მოვუწოდებ აგრეთვე ყველა მედია საშუალებებს დავუდგეთ რუსთავი2-ის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს და დამფუძნებლებს მხარში, უკვე 3 წელია ცდილობენ თავისუფალი მედიის ამოძირკვას საქართველოში, სხვადასხვა რეგულაციებით, კანონების ცვლილებებით, დამფუძნებლების შევიწროებით, ყადაღებით, ფინანსების მოსაძიებელი ყველა გზების ამოქოლვით.
ამასთან ერთად, მე - როგორც კერძო პირი - გიორგი კორახაშვილი - უბრალოდ თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ანაღვლებს ქვეყნის მომავალი, რათა ბოლომდე არ განადგურდეს ყველა ნათელი წერტილი, მოვუწოდებ მთავრობას: თავისუფალი მედიის ამოქოლვა ვერ უშველის იმ პრობლემებს, რაც თქვენ გაქვთ, თავისუფალი მედია სარკეა თქვენი მოღვაწეობის, ბოროტი, მახინჯი დედაბერივით ნუ ჩაამტვრევთ ამ სარკეს, რადგან სიმართლეს გაჩვენებთ თქვენზე და გაღატაკებულ - გავერანებულ ქვეყანაზე, იმის ნაცვლად რომ მედიას ებრძოლოთ იქნება ცადოთ და გამოასწოროთ თქვენი დაშვებული შეცდომები.
გიორგი კორახაშვილი - "აფხაზეთის ხმის" გამგეობის თავჯდომარე.