
მომღერალი, რადიო „დარდიმანდის“ დირექტორი ნინო ჩხეიძე „რუსთავი-2“-თან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სამაუწყებლო კომპანიას მხარდაჭერას უცხადებს.
"ჩემო მეგობრებო, არ მჩვევია სტატუსების გამოქვეყნება საკითხების მიმართ, რომელიც პოლიტიკურ შინაარს შეიცავს, თუმცა ბოლო დღეებში მეგობარი ტელეკომპანიის, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მინდა ჩემი პოზიცია გაგიზიაროთ.
ტელეკომპანიამ თავისი არსებობის მანძილზე მოიპოვა ხალხის ნდობა, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი, იყოს ხალხის ხმის გამხმოვანებელი, ტელეკომპანიამ მოახერხა და დღეს წარმოდგენილია რეიტინგებში პირველ ადგილზე, რაც ნიშნავს, რომ ის ქმნის ხარისხხიან პროდუქტს, შესაბამისად იქ მომუშავე თითოეული თანამშრომელი არის პროფესიონალი.
მე, ჩემი მხრიდან სოლიდარობას გამოვხატავ ტელეკომპანიის მიმართ და როგორც რიგითი ქართველი, მზად ვარ დავიცვა თავისუფალი სიტყვა, რადგან მე ჯერ ჟურნალისტი ვარ და შემდეგ მომღერალი.
მე მეამაყება ქვეყანა, სადაც ხალხი სოლიდარულია და მათ აქვთ გვერდში დგომის უნიკალური შესაძლებლობა და უნარი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყანას და ჩვენ შევძლებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, რამეთუ თავისუფალი სიტყვა და ხალხის ერთიანობა ქმნის ქვეყნის მომავალს. "რუსთავი-2” იმსახურებს ხალხის თანადგომას", - წერს ჩხეიძე.