გვარამია: ფოთში 3 აგვისტოს, ბათუმში კი 4 აგვისტოს კონცერტებს უპირობოდ ჩავატარებთ

Image

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სამ აგვისტოს ფოთში, 4 აგვისტოს კი ბათუმში კონცერტებს აუცილებლად ჩაატარებენ და ამისთვის არანაირი ნებართვა არ სჭირდებათ. ამასთან, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მათი მიზანი არაა პოლიტიკური შინაარსის და ხელისუფლებას მოუწოდებს, კონცერტის ჩატარებას ხელი არ შეუშალონ. 

 

"არავითარი თანხმობა ჩვენ არ გვჭირდებოდა. ჩვენ უნდა გაგვეფრთხილებინა, ისინი, რომ ვგეგმავდით ღონისძიებას. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისისგან განსხვავებით ბათუმსა და ფოთში ჩვენ გზის სავალ ნაწილს არ ვკეთავდით. ერთადერთი ხელს რაც შეგვიშლიდა. იქნებოდა ჩვენზე უფრო ადრე დაგეგმილი კონცერტი. თუმცა ეს ასე არ იყო. ჩვენ შეგვეძლო, რომ პირველსა და ორში ჩაგვეტარებინა კონცერტები დაგეგმილ დროს დაგეგმილ ადგილზე, რადგან ორივე ქალაქის მერია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან.

 

ჩვენ არ ვართ ვალდებულები დავემორჩილოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების უკანონოდ შეზღუდვებს. შევახსენებთ პოლიციელებს, რომ ისინიც ვალდებულები არიან არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. მიუხედავად ამისა ჩვენ თავს ვიკავებთ კონფროტაციისგან თავს ვიკავებთ პროვოკაციისა და დაპირისპირებისგან. ჩვენი მიზანი არ არის არც ცენტრალური და არც ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლების ცუდად წარმოჩენა, ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკური.

 

კონცერტებს ჩავატარებთ იმ დროს როდესაც ბათუმში და ფოთში კონცერტები დაგეგმილი არ არის. ფოთის მერიამ თქვა, რომ 1-ში და 2-ში  აქვთ ღონისძიებები ამიტომ ჩვენ კონცერტს ფოთში იმავე ადგილზე 3-ში ჩავატარებთ, ბათუმში თქვეს, რომ ღონისძიებები 1, 2 და 3-ში აქვთ დაგეგმილი ამიტომ დაგეგმილი კონცერტი ჩატარდება 4-ში ანბანის კოშკთან," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ბათუმსა და ფოთში კონცერტების დროს აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური პროვოკაცია. 

 

"კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება იქ მოხდეს. დაგვახვედრონ აჟიტირებული ადამიანები, ან ვითომ კონცერტებია, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც პოლიტიკურ პროვოკაციას მედიის წინააღმდეგ. ამიტომ მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ. ადგილზე იყოს მობილიზებული სასწრაფოც და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები,"- აცხადებს ნიკა გვარამია. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !