-
2015-07-30 18:14
სასულიერო პირი მღვდელი ილია ვაშაკიძე მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" რამდენიმე კითხვას სვამს იმ სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც ამჟამინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას აშკარად უჭერდნენ მხარს.
"წინასწარ ვაცხადებ საქვეყნოდ, პოლიტიკაში არ ვერევი და არც ჩავრეულვარ არასოდეს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.. არაა ეს პოლიტიკური განცხადება.. ზოგიერთმა მედიკამენტმა 100, ზოგმა 200, ზოგმაც კი 300 პროცენტით აიწია ფასი.. რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა??
კარდიომაგნილის ფასი 300%-ით რომ გაიზრდება, დიაბეტონის ფასიც რომ მიუწვდომელი იქნება, დენის და გაზის ტარიფებიც რომ იზრდება და მავანნი საარჩევნო კოდექსის დარღვევით და წმიდა სინოდის განჩინების უგულებელყოფით, ამბიონიდან რომ შემოუძღვნენ ამათ საქართველოში.. ეხლა სად არიან მავანნი??
ჩვენზე, მღვდლებზე, ამბიონიდან რომ გაჰკიოდნენ "ხვრელებში მიძვრებიან, ფაქტებით გველაპარაკონო".. სად ხარ კოწია, რომელ ხვრელში ხარ, ის მაინც გვითხარი?? სად ჯანდაბაში დაიკარგე, აბულაძე, შე ერეტიკოსო?? იობზე აღარაფერს ვამბობ, მძიმე შემთხვევაა..
ფაქტებით ეხლა თქვენ ესაუბრეთ ხალხს.. რაღაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც მიყუჩდა, ჩეკას შვილიშვილები კგბ-ს შვილები და ფეესბეშნიკები.. ხალხნო და ჯამაათნო, დანარჩენზე თავად იმსჯელეთ..."