
"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტ ნინო შუბლაძის ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებით გამოწვეულ არაერთგვაროვან რეაქციას ეხმიანება და მეგობრებსა და არამეგობრებს "ორივე პოლიტიკური ბანაკიდან" სთხოვს, შეურაცხყოფას მოეშვან.
"ნინო შუბლაძე არის პროფესიონალი. მან მედიიდან წასვლა გადაწყვიტა თავისი პირადი მიზეზების გამო. ახლა დასაქმდა ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი პროფესიით. მეგობრებო (და არამეგობრებო) ორივე პოლიტიკური ბანაკიდან, მოეშვით შეურაცხყოფებს. პროფესიონალებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა საკუთარი პროფესიით მუშაობისა.
პარტიული კონიუნქტურა არაფერ შუაშია, პროფესიონალებმა ოჯახები უნდა არჩინონ საკუთარი შრომით. პირიქით, პოლიტიკოსები უნდა შეეშვან ადამიანების პარტიული თუ სხვა აფილიაცების მიხედვით დანიშვნა/გათავისუფლებას და ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟიც არ მოყვება მსგავს დანიშვნებს და საჯარო სამსახურიც ბევრად ეფექტიანი იქნება.
შუბლიკ, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. @საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - კარგი გადაწყვეტილებაა", - წერს ნიკა გვარამია.