
"პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი და მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი ირმა ინაშვილი "განსხვავებული აქცენტების" 19 ივლისის გადაცემას ეხმიანება, სადაც "ობიექტივი" ერთერთ მარგინალურ, პრორუსული განწყობის პროპაგანდისტ და ხელისუფლებისგან დაფინანსებულ მედიასაშუალებად დასახელდა.
“სამარცხვინოზე სამარცხვინოა კვესიტაძის გადაცემა, ავტორი მთელი ექსტაზით საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან “ობიექტივის” დაფინანსებაზე, მაგრამ ვურჩევ,- ის მონაცემები გამოაქვეყნოს, თუ რა მოცულობის თანხა მიიღო (იგივე პერიოდში) სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რუსთავი 2-მა? რომელი კომპანიების საშუალებით მიიღო? ვინ ლობირებდა და ლობირებს ამ კომპანიებს? და ა.შ.
ასევე, საჯაროდ მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა დაიწყოს გამოძიება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით. ამ სქემაში თამარ კინწურაშვილის მარგინალური ორგანიზაციაც ფიგურირებს, რომელიც სწორედ ბიუჯეტიდან იღებს სოლიდურ სახსრებს და ხარჯავს არა მიზნობრივად, არამედ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების სასარგებლოდ” – წერს ირმა ინაშვილი.