
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მდინარე ვერეს ადიდებასთან დაკავშირებულ დეტალებს მათ განუმარტავს, ვისაც პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებს და საკითხში გარკვევა სურს.
მათთვის, ვისაც პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებს და საკითხში გარკვევა უნდა:
1. რუკაზე 1-ით და 2-ით მონიშნულია ადგილები, სადაც მდინარე ვერე კომუნისტების დროს ჩაისვა ხელოვნურ კალაპოტში.
2. ეს ორი ადგილი მდინარისთვის დღესაც ბუნებრივი ჯებირია და მათგან მარცხნივ ხდება წყლის დაგუბება.
3. 1-ლის ანუ გმირთა მოედნის მარცხნივ ზოოპარკია და როცა კომუნისტების დროს გმირთა მოედნის ქვეშ გაკეთებული გვირაბი მოზვირთებულ ვერეს ვეღარ ატარებს, იტბორება ზოოპარკი. მაგალითად, ასე მოხდა 1960 წლის 4 ივლისს.
4. მე-2-ის ანუ ვაკე-საბურთალოს გზის მარცხნივ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარია და როცა კომუნისტების დროს ამ გზის ქვეშ გაკეთებული გვირაბი მოზვირთებულ ვერეს ვეღარ ატარებს, იტბორება ეს თავშესაფარი.