„ყოველ დილას რუსეთს უთხარი: „შენ ხარ ოკუპანტი!“ - ალექსანდრე რონდელი

Image

ცნობილი ექსპერტი, ,,საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ დირექტორი ალექსანდრე რონდელი ცნობილი იყო თავისი კომპტენეტური ანალიზითა და შეფასების უნარით. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი ერთერთი ლექციიდან, რომელიც საქართველო-რუსეთისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ეხება. 

 

„ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია რთული გზაა. ჯერ ვუყურებდით, მერე შევაფასეთ სიტუაცია და მივხვდით, რომ ეს ყველაზე სწორი გზაა. შეიძლება, ტაქტიკა შევიცვალოთ, მაგრამ ეს არის გზა, რომლის შეცვლაც ქვეყნის დაღუპვას ნიშნავს. ამ გზას დიდი ინერციულობა ახასიათებს. ბევრი სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს გზა შემთხვევით არჩეული არაა.

 

...რუსეთის ხელისუფლებას აქვს დაშლის შიში. ამას დიდი ჭირდება და ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ რუსებმა კარგად იციან, რომ ისევე დაიშლებიან, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამიტომ რუსეთში რა მოხდება, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძლიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენზე ჰპოვებს ასახვას.

 

ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ რუსეთიდან ნანგრევები ჩვენზე წამოვა. მთავარია, ვიყოთ ძლიერი შინაგანად. რუსი ფიქრობს, რომ შეიძლება დაიშალოს, ვერ გადარჩეს და ამ შიშის გამოძახილი იყო 2008 წელს აგვისტოში. ეს იყო დემონტრირება იმისა, რომ უკან არ დაიხევდნენ. ამ ომით სცადეს ჩვენი შეშინება და კმაყოფილები არიან. ცოტა ძვირი კი დაუჯდათ ეს ომი, მაგრამ ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ვინმეს ჰგონია. ყველას აჩვენეს, რომ იღებენ იმას, რაც სურთ. მათ პანიკური შიში აქვთ იმისა, რომ თუ სადმე დათმეს, მერე სულ დათმობა მოუწევთ, ამიტომაცაა საშიში რუსეთთან ურთიერთობა.

 

ჩვენ საქმე გვაქვს საშიშ, სახიფათო სახელმწიფოსთან. ჩვენი დამოუკიდებლობა მისთვის პირად შეურაცყოფასავითაა, მაგრამ ამის გამო ხომ ვერ ვიტყვით უარს არჩეულ გზაზე? რუსეთს ყოველთვის ეცალა საქართველოსთვის. ლოკალურად, სპეცსამსახურებით მუდამ აკონტროლებდა აქ გავლენის შენარჩუნებას. რუსი გენერლები ამბობდნენ, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ იქნებოდა დაცული, თუ საქართველოზე კონტროლს შეინარჩუნებდნენ.

 

აგვისტოს ომმა ერთი რამ გამოაჩინა კიდევ. ჩვენ არ ვიყავით მზად თავდაცვითი პროცესისათვის. ჯარი მზად არ იყო და მხოლოდ იმის შემდეგ დაიწყეს მზადება ჯარის სპეციალური გაძლიერებისათვის, თითქოს რუსეთი არასდროს დაგვესხმოდა თავს. არადა, როკის გვირაბთან ცოტა ადრე რომ შეინიშნებოდა მათი მობილიზება, თან ამის გამო უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა, ამის დანახვა ვერ შეძლო ქართულმა დაზვერვამ მხოლოდ იმიტომ, რომ როკის ჩრდილოეთით არავის გაუხედავს.

 

პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლამ და მერე ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლამ დიდი დაღი დაასვა ორი ქვეყნის ურთიერთობას. თავიდან სააკაშვილს თაფლობის თვე ჰქონდა პუტინთან, მაგრამ როცა ისინი დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილი თავად ,,მოვლენაა" და მისი დამორჩილების შანსი არ იყო, უკვე ურთიერთობის სხვა პლანზე გადავიდნენ. 

 

სააკაშვილი მიახვედრეს, ვინ არის ბატონი, მაგრამ რომ ვერ გააგებინეს, მერე უფრო მეტი წნეხის განხორციელებაზე გადავიდნენ. რუსების სტილია ის, რომ მათ ისე სურთ საქმის კეთება, რომ არც პასუხისმგებლობის აღება სურთ, არც ფულს გიხდიან და თან გაძალებენ, მოდი, მე რომ გეტყვიო. 

 

მათთან სააკაშვილი იქცეოდა ისე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი, რაც მათთვის მძიმე ასატანი იყო. ამიტომ ვერ იტანდა პუტინი. სააკაშვილის ურყევი პოლიტიკა იყო-,,მე მაქვს ჩემი პოლიტიკა". ასტანაში არაოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც ,,დსთ"-ს ლიდერები ესწრებოდნენ, პირდაპირ უთხრა პუტინმა სააკაშვილს, ახლა კი არის ცუდი ურთიერთობა ჩვენს შორის, მაგრამ ალბათ უფრო გართულდებაო. ასეც მოხდა.

 

არცერთი აგრესორი არ იტყვის, რომ მან ომი დაიწყო. ის სულ ამბობს, რომ აუხტნენ, თავის ჭკუაზე ,,გაუტიეს", ვეღარ გაუძლო და დაარტყა. რუსეთმა საერთაშორისო კანონი დაარღვია ამ ომით და ამიტომ ჩაწერეს ის, როგორც ,,ოკუპანტი" და არა იმიტომ, რომ ქართველებს ლამაზი თვალები გვქონდა. საქართველოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, შეუვალი და პრინციპული პოზიცია. ყოველ დღე არ უნდა გააღიზიანო რუსეთი, მაგრამ დილას რომ ადგები, უთხარი -,,შენ ხარ ოკუპანტი" და შემდეგ გააგრძელე, ამ პოზიციებიდან მასთან დიალოგი.

 

რუსეთი არის ნიანგი, რომელიც ჯერ ხელს მოგაჭამს, მერე მკლავს და მერე სულაც, გადაგყლაპავს. ეს მას სისხლში აქვს გამჯდარი... 

 

ჭირივით მეჯავრება რუსეთი, თვალით არ მინდა მისი დანახვა, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას ახლა, ხელი მოაწერე მის დაშლასო, ვერ გავბედავ, რადგან ახლა ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ეს ყველაფერი თავზე დაგვეყრება. თუმცა რუსეთი ფიქრობს, რომ შეიძლება ხვალ დაიშალოს და 2008 წელს მისი შემოტევა ამ შიშის შედეგიც იყო. რუსეთთან ურთიერთობა სახიფათოა, რადგან ჩვენ გვაქვს საქმე არანორმალურ სახელმწიფოსთან.

 

მან ომი არ იცის, ის ყოველთვის იგებს რაოდენობით და ტერიტორიით. რთული აღსაქმელია ეს სიტყვები, როცა იცი, რომ მან მოგიგო ომი 2008 წელს, მაგრამ ეს რეალობაა. მას ძალიან უყვარს ხელის ფათური შორეულ ტერიტორიებში. ის გეუბნება: კაი, იყავი დამოუკიდებელი, მაგრამ იყავი მოძმე, ანუ ნუ დახტიხარ, შემეკითხე მე და მოიქეცი ისე, როგორც მე გეტყვი. ასეთი დამოუკიდებლობა ვის რად უნდა? ტუვალუს ამის პრობლემა არ აქვს, ამიტომ იმოქმედა თავის გადარჩენის ინსტინქტმა და ამიტომ დათანხმდა რუსეთს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ხელი როცა მოაწერა.

 

გამუდმებით მივცოცავთ ნატოს მთაზე. ხან ჩამოვვარდებით, ხან თოკზე ვეკიდებით, მაგრამ ის, რაც ცალსახაა, არის ის, რომ არც მთას შევცვლით და არც ცოცვას მოვეშვებით. მთავარი ახლა ისაა, თოკი არ გადაიჭრას, თორემ ბევრი ყინული შეიძლება ჩამოვარდეს. ეს თამაში არაა, დღეს ერთი მოგინდეს, ხვალ - მეორე. იმ გზაზე, რომელიც არჩეულია, ხანდახან გაჩერებებიც იქნება, მაგრამ ქართველებს ეს გადახვევები გვჩვევია. ჩვენ ხომ სწორ გზაზე სიარული არ ვიცით".

 

ალექსანდრე რონდელი 2015 წლის 12 ივნისს, 73 წლისა გარდაიცვალა. 

 

 

rodeli.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !