
საქართველოს ყოფილი გენპროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან ინტერვიუს, რომელიც "არჩევანში" გავიდა, სხვადასხვაგვარად ეხმიანებიან. "ტაბულის" დამფუძნებელი და დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ზურაბ ადეიშვილს გზავნილებზე კონტროლი არ დაუკარგავს.
"ადეიშვილთან ინტერვიუს შესახებ: რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ყალბი არ ყოფილა და გზავნილებზე კონტროლი არ დაუკარგავს. არ უჭორავია.
აშკარაა, რომ გააზრებული აქვს ის რაც მოხდა - დასკვნებიც გამოტანილი.
დასკვნების ნაწილში მნიშვნელოვანწილად ვეთახმები.
არ ვეთანხმები ინკვიზიციური სისტემის შემოღების იდეას. არც იმას, რომ ბიზნესზე წნეხი არ ყოფილა (ეკონომიკა რომ იზრდებოდა, ამოღებული ფული ჯიბეში რომ არ მიჰქონდათ და ბიუჯეტს რომ ხმარდებოდა არ ნიშნავს იმას, რომ წნეხი არ იყო და საგადასახადო ორგანოები თავგასულად არ იქცეოდნენ - უფრო სწრაფადაც შეიძლებოდა ეკონომიკა გაზრდილიყო).
კიდევ თქვა ერთი-ორი ისეთი რამ, რასაც არ ვიზიარებ.
ჭკვიანი რომაა, ისედაც ვიცოდი - 1997 წლიდან", - წერს ჩერგოლეიშვილი.