
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა თხოვნა გაითვალისწინა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე არ დააჭერინა, რადგან "ქართუ ბანკის" საკითხი პირადი იყო".
ამავე დროს, "მაესტროს" ჟურნალისტის თელარა გელანტიას შეკითხვაზე: "ანუ, კანონზე მაღლა დადექით, ბატონო ბიძინა?", ექსპრემიერმა უპასუხა:
"ჩემი პირადი იყო და ვაპატიე...პროკურატურიდან მსვლელობა გამოვიტანე...".
"ქართუ ბანკის" საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან [გიორგი ქადაგიძემ] კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნებ, აპატიოთო.
მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია, გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი", - თქვა ექსპრემიერმა ივანიშვილმა.