
"ეს განცხადებები იმდენად არასერიოზულია, რომ გამეორებაც კი სასაცილოა,"-ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეირ გაკეთებულ განცხადებას, რომ ივანიშვილს ქონება აუცილებლად ჩამოერთმევა და ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
"მე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემი ხარჯების 90% არის საზოგადოებისთვის გაწეული ხარჯები, ასევე მაქვს ნათქვამი დანარჩენ ქონებაზე. სააკაშვილის განცხადებები არასერიოზულია. თითქოს "ქართუ ბანკში" გადავიდა სახელმწიფო ანგარიშები, რომ დაახლოებით იმდენივე ფული ვიშოვე პრივატიზაციიდან. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ მე მგონი, გამეორებაც სასაცილოა. იგი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. პოლიტიკოსი, რომელიც ასე არ უფრთხილდება საკუთარ გამონათქვამებს, ნათელაშვილის ტოლფასია,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.