მენინგიტი, მისი კლინიკური ნიშნები და მკურნალობა

Image

მენინგიტი ტვინის გარსების ანთებაა, მკურნალობის გარეშე დაავადება ლეტალურად მთავრდება 4-5 დღეში, თუმცა ადკვატური მკურნალობის დროსაც კი ლეტალობა მაღალია (50%).

 

ეპიდემიური (ვირუსული) მენინგიტი თავის ტვინის გარსების ყველაზე გავრცელებული ინფექციური ანთებითი დაავადებაა. იგი ბავშვთა კოლექტივებში ვრცელდება როგორც ეპიდემია.

 

აქედან წარმოდგება მისი სახელიც. ამ დაავადებას იწვევს სხვადასხვა ბაქტერია, ყველაზე ხშირად - მენინგოკოკი, პნევმოკოკი და ჰემოფილუსის ჩხირი. ინფექციური პროცესი უმეტესად მხოლოდ ტვინის გარსებს მოიცავს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იგი ტვინის ქსოვილზეც ვრცელდება.

 

ამ ფორმას მენინგოენცეფალიტი ეწოდება. ავადობა ყველაზე მეტია მცირეწლოვან, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებში. უფროსებში მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი უფრო ერთეული შემთხვევების სახით გვხვდება.

 

დაავადების პირველი ნიშნები ორგანიზმში გამომწვევის შეჭრიდან 1-4 დღის შემდეგ იჩენს თავს. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი. თუ დაავადების ამოცნობა დაგვიანდა, ავადმყოფობა ხანგრძლივდება, ვითარდება სახიფათო გართულებები: ქრონიკული თავის ტკივილი, სიელმე, სიყრუე, კრუნჩხვები, ჰიდროცეფალია.

 

პირველი ნიშნები: ბავშვი, რომელიც ცოტა ხნის წინ თამაშობდა, უეცრად მოიწყენს, მოითენთება ან ჭირვეულდება. უჩივის ყელის, თავის, მუცლის ტკივილს, აღებინებს, ამცივნებს. ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იწევს, მადა ქვეითდება, წყურვილი ძლიერდება. დედას ჰგონია, რომ ბავშვი გაცივდა ან მოიწამლა.

 

სანამ ის სიტუაციაში გარკვევას ცდილობს, ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიები ხახის ლორწოვანი გარსიდან ლიმფური და სისხლის გზით თავის ტვინის გარსებისკენ მიემართებიან, ეს გზა კი საკმაოდ მოკლეა და მიზნამდე სულ მცირე ხანია საჭირო.

 

ტვინის გარსის ანთების დროს ბავშვები ვერ იტანენ მკაფიო, კაშკაშა სინათლეს, ხმამაღალ ბგერებს, ხმაურს, კრთებიან უმნიშვნელო შეხებისას - ამჟღავნებენ ზემგრძნობელობას გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ. მათ თავი რომ აარიდოს, ბავშვი იმალება საბნის ქვეშ ან თავზე იფარებს ბალიშს.

 

დაავადების ტიპური ნიშანია თავის უკან გადაგდება, სხეულის მორკალვა. თუ ბავშვს ქოთანზე დავსვამთ, ის თავს უკან გადააგდებს, ხელებით იატაკს დაებჯინება და გააკეთებს დამახასიათებელ რკალს. როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ტვინის გარსები ჩირქით არის დაფარული, ექიმი დიაგნოზს ერთი შეხედვით დასვამს:

 

ბავშვი გვერდზე წევს, თავი უკან აქვს გადაგდებული, ფეხები - მუცელზე მიბჯენილი, იდაყვში მოხრილი ხელები - გულმკერდზე. დაავადების დასაწყისში კლინიკური სურათი მკაფიო არ არის, თუმცა არსებობს ნიშნები, - ე.წ. მენინგეალური ნიშნები, - რომლებიც მენინგიტზე მიუთითებს ან გამორიცხავს მას. ექიმისთვის მათი შემოწმება ადვილია.

 

მენინგიტის დადგენა მხოლოდ თავ-ზურგტვინის სითხის - ლიქვორის შემოწმების შემდეგ ხდება შესაძებელი. მშობლებს ეშინიათ ამ პროცედურის, მაგრამ ექიმების მტკიცებით, ტექნიკურად ზურგის ტვინის დაზიანება გამორიცხულია. საქმე ის არის, რომ ლუმბალური პუნქცია კეთდება წელისა და კუდუსუნის მალების საზღვარზე, აქ კი ზურგის ტვინი არ არის.

 

ლუმბალური პუნქცია ტარდება ორი დანიშნულებით - სადიაგნოზოდ და სამკურნალოდ. ლიქვორის გამოღება აქვეითებს წნევას, ბავშვი მშვიდდება, უმცირდება თავის ტკივილი, უწყდება პირღებინება. მენინგიტის დიაგნოზი დადასტურებულად მიიჩნევა მხოლოდ ლიქვორის გამოკვლევის შემდეგ.

 

mkurnali.ge-ს მიხედვით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

"ძალა ერთობაშია!" - შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მოხალისეთა მონიტორინგი იწყება

2017-07-25 00:34
მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომელიც ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დავით ქაცარავას...

პოლიციელი, რომელიც ორი თვეა, დაშავებულ ყვავის ბახალას უვლის

2017-07-22 14:58
მაია ორჯონიკიძე "ფეისბუქზე" პატრულ-პოლიციელის ფოტოს და მასთან დაკავშირებულ ისტორიას აქვეყნებს,...

თათია დოლიძე: მივიღე ინფორმაცია კანცელარიაში კორკოტაშვილის ვიზიტის შესახებ

2017-07-21 00:08
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე წერს, რომ მიიღო ინფორმაცია...

მელორ ვაჩნაძემ "ქართული მარშის" საორგანიზაციო კომიტეტი დატოვა

2017-07-21 00:00
ე.წ "ქართულ მარშს" მოძრაობის ერთ-ერთი წევრი მელორ ვაჩნაძე ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია მან...
რჩეული ვიდეოები

"ფრთხილად, ოკუპანტი!" - აქცია-პერფორმანსი მაგისტრალზე 8 აგვისტოს ცოცხალი ჯაჭვით დასრულდება

2017-07-30 05:03
გორის რაიონის სოფელ ყარაფილას გადასახვევთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, საიდანაც...

ხანძარი "რუსთავი-2"-ის შენობაში: ქრონოლოგია და შეფასებები

2017-07-27 07:22
"რუსთავი-2"-ის შენობაში 26 ივლისს, საღამოს, ხანძარი გაჩნდა. ხანძარი თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და...

გალის "აფხაზიზაცია" ახალ ეტაპზე გადადის - "სამურზაყანოელ აფხაზთა ყრილობის" დეტალები

2017-07-20 01:26
გალის რაიონში, შესაძლოა, ქართველთა მასობრივი გააფხაზების პროცესი დაიწყოს: აფხაზეთის დე ფაქტო...

კორკოტაშვილი: ორი მეგობრის თუნდაც უზრდელური სლენგი არავის საქმე არაა

2017-07-19 23:53
გია კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ "ფეისბუქზე" თათია დოლიძე "უზრდელურად" მოიხსენია. ამის შესახებ...

გამოკითხვა

აქტიურობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ანტიოკუპაციური მიმართულებით?

საკმარისად აქტიურობს - 2.1%
არასაკმარისად აქტიურობს - 10.6%
საერთოდ არ აქტიურობს - 83%
არ ვიცი - 4.3%
ხმების რაოდნობა: 47
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
2.8067
0.0000
100
RUB
 - 
4.0213
0.0000
1
USD
 - 
2.3895
0.0000

გუშინ:

ჰიტები:4254 უნიკალური:3672

მიმდინარე:

ჰიტები:718 უნიკალური:608