-
2013-11-22 09:07
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება.
ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“ 21 ნოემბერს განაცხადა.
საყვარელიძის განცხადებას გადაცემის წამყვანის რეპლიკა მოჰყვა: „რამდენად დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, ეს ცალკე გადაცემის თემაა“, რაზეც დავით საყვარელიძემ უპასუხა:
„ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებით, ამის პირობას გაძლევთ და შეგიძლიათ, ეს კადრები მერე გამოიყენოთ და შემახსენოთ“, – თქვა მან „ტვ3“–ის ეთერში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26