
მომღერლის გაცხარების მიზეზი ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითრებია, რომლის ნაკლებობასაც, როგორც ირკვევა, ბადურაშვილი „არ უჩივის“.
„ვერ გავიგე, ამ ღერძულა ხაზის გადაკვეთის რამდენი ჯარიმა უნდა მომივიდეს. MIA დამეხსენი! იმდენი ჯარიმაა მოსული, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს შევავსებ. გთხოვთ, დამინდოთ, არც ისეთი შეძლებული ვარ'', - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნინი ბადურაშვილი.