
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქში“ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამჯერად პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით მიმართავს და წერს, რომ როცა ამ ვიზიტის კადრებს უყურა, საფრთხე იგრძნო.
„მიშას პოლონეთში ვიზიტის კადრებს ვუყურე და საფრთხე ვიგრძენი... ახლავე მოგახსენებთ რა საფრთხე.
ბ-ნო პრემიერ-მინისტრო! მე, დიდი პატივისცემით ვიმედოვნებ, რომ თქვენ ვერ დაგამარცხებთ მარტივი შური და არც კი გაივლებთ თავში აზრად, რომ თქვენც შეგიძლიათ მისცეთ თავს უფლება, იგივენაირად მოიქცეთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ან თავი მოგვეჭრება, ან დიდ შარში გავეხვევით.
ასევე დიდი თხოვნა მექნება - სანამ პოლიტიკაში ხართ, ერთი წამითაც კი არ დაგავიწყდეთ, რომ (რაც არ უნდა იყოს) თქვენ ირაკლი ღარიბაშვილი ხართ, ის - მიხეილ სააკაშვილი. მარტო აქ არა, მსოფლიო პოლიტიკაში.
ვიცი, უკვე ბევრჯერ გექნებათ ნანახი, მაგრამ მაინც, ვიდეოსაც დავდებ“, - წერს გოგა ხაჩიძე.