ჟვანიას კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის მშობელი დაწესებულებას „ბავშვთა სასაკლაოს“ უწოდებს

Image

„ბავშვის დაღუპვის ამბავი რომ მითხრეს, დაამატეს სასახლე თუ არ გაქვთ ,,კარდონის'' ყუთში ჩაგიდებთო“ - ამ სიტყვებს სოციალური ქსელის მომხმარებელ გიორგი კეთილაძე წერს, სადაც სრულად ყვება თუ როგორ დაიღუპა მისი მცირეწლოვანი შვილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში - „ბავშვების სასაკლაოზე“.

 

 

„მე, პატარა ნიკოლოზის მამა მოგმართავთ ყველა მშობელს, მოერიდეთ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში ბავშვების მოთავსებას, სადაც პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმდება.

 

ამ განყოფილებაში პერსონალის დიდ ნაწილს საერთოდ არ ანაღვლებს თქვენი პატარების ბედი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სადაზღვევო კომპანიებიდან ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელოვნურად მძიმდება“, - წერს გიორგი კეთილაძე.

 

მისი თქმით, შვილი ნიკუშა კეთილაძე მარჯვენა ფილტვის ანთებით მოათავსეს აღნიშნული კლინიკის რეანიმაციაში. მისი მკურნალი ექიმი დოდო გველესიანი იყო, რომელიც მშობლებს, ბავშვის ნახვის უფლებას დღე-ღამეში ერთხელ, 2-3 წუთით აძლევდა.

 

მამის თქმით, ეს ბავშვს კიდევ უფრო ასუსტებდა, რადგან ზედმეტად მგრძნობიარე იყო და დედის გარეშე ვერ ძლებდა.

 

„შვილის მდგომარეობის გასაგებად შეგვეძლო 24 საათში ერთხელ დავლაპარაკებოდით ექიმს. როდესაც ვთხოვეთ, ტელეფონის ნომერი მაინც მოეცა, რათა პერიოდულად ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგვეგო – მან გვითხრა, რომ არ ჰქონდა ამის უფლება. იმ დროსაც, როდესაც შეგვეძლო ექიმს გავსაუბრებოდით, იგი ძალიან ზოგადი ფრაზებით: ბავშვი სტაბილურადაა, – ცდილობდა თავიდან მოვეცილებინეთ. ასე ხდებოდა ყველა სხვა პაციენტების მშობლებთანაც...“, - წერს კეთილაძე.

 

მამის ინფორმაციით, მისი შვილი კლინიკაში მოთავსებიდან 2 დღეში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. „ერთი წლით ადრე ნიკუშა ბევრად მძიმე მდგომარეობით ( ორივე ფილტვის ტოტალური დაჩრდილვა ) გვეწვინა თემქის ბავშვთა მე–3 საავადმყოფოში, სადაც მთელი რეანიმაციის განყოფილება – განყოფილების უფროსი ბატონი ბესო მაჭარაშვილით დაწყებული და ექთნებით დამთავრებული, – ღამეებს ათენებდნენ ჩვენთან ერთად.

 

მკურნალი ექიმის პაატა ნემსაძის განმარტებით, – აპარატზე შეერთებისას ავადმყოფის იმუნიტეტი სუსტდება... იგი აღნიშნავდა, რომ აპარატზე შეაერთებდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა გზა აღარ დარჩებოდა.“
როგორც კეთილაძე წერს, ბავშვს მკურნალობიდან მესამე დღეს კისერზე ნაწოლი გაუჩნდა. ექიმმა კი საპასუხოდ უთხრა, რომ დრო არ აქვთ იმ პროცედურებისთვის, რითაც ამისთვის თავის არიდებაა შესაძლებელი.

 

„საავადმყოფოში მოხვედრის დღეს გავიგეთ სხვა მშობლებისგან, რომ კლინიკაში „მიღებულია“ ტკბილეულის შეწოდება მედპერსონალისათვის, რათა უფრო „ტკბილად '' მოექცნენ პაციენტებს. როდესაც ბავშვის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ანერვიულებულებს დაგვავიწყდა შოკოლადის მიტანა. შეიძლება დამთხვევაცაა, მაგრამ სწორედ იმ დღეს დღის ექთანი ლამარა მინაძე განსაკუთრებით ცივად და უხეშად გველაპარაკა.

 

„მეოთხე დღეს პატარა ნიკას ტანზე სისხლჩაქცევები გაუჩნდა და დასივდა, რაზეც ექიმება აღნიშნეს, რომ ეს „მეოთხე ხარისხოვანი“ იყო და მიზეზები არ განმარტეს. როგორც გარდაცვლილი პატარას მამა ამბობს, მოგვიანებით გაიგეს, რომ ეს სეფსისი მიმდინარეობის ნიშანი იყო, რითაც პატარა გარდაიცვალა.

 

„ნიკუშას ტუჩები დახეთქილი ჰქონდა და დასისხლიანებული, ენა გამომშრალი. ექთან ლამარა მინაძეს მორიდებით ვთხოვე, იქნებ წყლით ან რამით დაუსველოთ, ცოდვაა მეთქი. პასუხი იყო ძალიან ცივი და უხეში: "რაც საჭიროა, ყველაფერი უკეთდება... "

 

კეთილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან გარდაცვლილი შვილის გაკვეთაზე უარი განაცხადა, ხელი ფურცელზე მოაწერინეს, სადაც მოგვიანებით წაიკითხა, რომ ხელმოწერით ექიმებთან პრეტენზიის არარსებობასაც ადასტურებდა.
„ნიკუშას გარდაცვალებიდან მესამე დღეს იგივე განყოფილებაში ბრონქების ანთებით მოთავსებული 8 თვის თეკლა დაიღუპა, რომლის მკურნალი ექიმიც დოდო გველესიანი იყო, გავიგეთ, რომ კლინიკაში ჩვენი პატარების გარდა შვიდი დღის განმავლობაში კიდევ ორი პატარა დაღუპულა.

 

მივმართავ ჟვანიას კლინიკის დირექციას: საავადმყოფოზე განთავსებული აბრა, სადაც წერია ,, გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიის აკადემიური კლინიკა '', ჩამოხსნან და მის მაგივრად დაკიდონ აბრა, სადაც დაწერილი იქნება – ,,ბავშვების სასაკლაო'', - წერს კეთილაძე.

 

„აფხაზეთის ხმამ“ გაარკვია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოკვლევა, რომლის მიზანია გამოვლინდეს, იკვეთება თუ არა მედპერსონალის ბრალეულობა ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. „აფხაზეთის ხმა“, ასევე, შეეცადა დაკავშირებოდა ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკას, თუმცა აქ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

 

სურვილის შემთხვევაში, კლინიკას და ზემოთხსენებულ ექიმებს საშუალება ექნებათ, ჩვენს ვებ-გვერდზე დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

რედაქტორის რჩევით

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო მოძრაობა შეიზღუდება

2019-11-11 18:44
თბილისის მერიამ დედაქალაქში საახალწლო განათებების დამონტაჟება დაიწყო.

შსს-მ ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" პორნოგრაფიული კონტენტი ვერ აღმოაჩინა

2019-11-11 17:51
პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ...

ჯონ ბონ ჯოვის საქველმოქმედო რესტორანთა სია იზრდება

2019-11-11 17:36
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სუფრაზე“  - ეს ფრაზა ჯონ ბონ ჯოვის რესტორნის დევიზი გახდა.

აფხაზეთი იწვის

2019-11-11 13:09
აფხაზეთი იწვის.
რჩეული ვიდეოები

„soul” - ახალი გულში ჩამწვდომი ანიმაცია Pixar-ისგან

2019-11-11 13:30
„სული“ - ასე ქვია Pixar-ის ახალ შემოქედებას, რომელიც მაყურებელში მძაფრ ემოციებს გამოიწვევს.

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2697
0.0010
100
RUB
 - 
4.6355
0.0031
1
USD
 - 
2.9633
0.0020

გუშინ:

ჰიტები:562 უნიკალური:444

მიმდინარე:

ჰიტები:90 უნიკალური:74